შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიყვარულის ისტორია სწორედ ეგვიპტის დედოფალს კლეოპატრას უკავშირდება.
ეგვიპტის დედოფალმა აცდუნა ძლევამოსილი (და უკვე დაქორწინებული) გენერალი, მათი სიყვარულის ეპიკური ისტორია კი ისტორიას შემორჩა და დღემდე საზოგადოებაში სხვადასხვა ემოციებს იწვევს.
ანტონი და კლეოპატრა ცხოვრობდნენ ალექსანდრიაში. მათი სიყვარულის ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც მარკ ანტონიმ გამოიყენა კლეოპატრა პართიელთა წინააღმდეგ ომში.
ქრისტეშობამდე 40 წელს ადრე კლეოპატრამ გააჩინა ტყუპები, რომლებსაც ალექსანდრე ჰელიოსი და კლეოპატრა სელენა დაარქვა.
ანტონიმ უკვე დატოვა ალექსანდრია იტალიაში დასაბრუნებლად, სადაც იძულებული გახდა ოქტავიანესთან დროებითი შეთანხმება დაედო, რის თანახმადაც ის 3 წლის შემდეგ დაქორწინდა ოქტავიანეს დაზე, ფულვიაზე. თუმცა, ანტონი დარწმუნებული იყო, რომ ის და ოქტავიანე ვერ შეძლებდნენ ურთიერთგაგებას და დაბრუნდა აღმოსავლეთში, სადაც კვლავ შეხვდა კლეოპატრას.
ანტონს სჭირდებოდა კლეოპატრას ფინანსური მხარდაჭერა პართიების წინააღმდეგ მისი გადადებული კამპანიისთვის. სანაცვლოდ, კლეოპატრამ მოითხოვა ეგვიპტის აღმოსავლეთ იმპერიის დიდი ნაწილის დაბრუნება, მათ შორის სირიისა და ლიბანის დიდი ნაწილი და იერიხონის მდიდარი ბალზამის კორომებიც კი.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 34 წელს ანტონმა იზეიმა ტრიუმფალური დაბრუნება ალექსანდრიაში, რასაც მოჰყვა ზეიმი, რომელიც ცნობილია როგორც “ალექსანდრიას შემოწირულობები”. გამოცემა Britannica-ს მიხედვით, ხალხი შეიკრიბა, რათა ენახათ კლეოპატრა და ანტონიო, რომლებიც ვერცხლის ბაქანზე მოთავსებულ ოქროს ტახტებზე ისხდნენ, მათ გვერდს კი შვილები უმშვენებდნენ.
გარდა ამისა, ანტონმა კეისარიონი კეისრის ძედ გამოაცხადა, კლეოპატრა მეფეთა დედოფლად და კესარიონი მეფეთა მეფედ. ალექსანდრე ჰელიოსს მიენიჭა სომხეთი და ევფრატის მიღმა მიწები, ხოლო მის უმცროს ძმას პტოლემეოსს მიწები მისგან დასავლეთით. ბიჭების და, კლეოპატრა სელენა, კირენეს მმართველი უნდა ყოფილიყო და ოქტავიანესთვის, რომელიც რომიდან ადევნებდა თვალყურს, ცხადი იყო, რომ ანტონის განზრახული ჰქონდა ემართა ცივილიზებული სამყარო. მალე გავრცელდა ჭორები, რომ ანტონი აპირებდა დედაქალაქის რომიდან ალექსანდრიაში გადატანას.
ანტონიმ და კლეოპატრამ 32-31 წწ-ის ზამთარი საბერძნეთში გაატარეს. რომის სენატმა ჩამოართვა ანტონს მომავალი წლის საკონსულო, შემდეგ კი ომი გამოუცხადა კლეოპატრას.
ომს ეწოდა აქტიუმის საზღვაო ბრძოლა, რომლის დროსაც ოქტავიანე ანტონისა და კლეოპატრას გაერთიანებულ ძალებს ებრძოდა ძვ. ანტონი და კლეოპატრა ეგვიპტეში გაიქცნენ.
ომს ეწოდა “აქტიუმის საზღვაო ბრძოლა”, რომლის დროსაც ოქტავიანე ანტონისა და კლეოპატრას გაერთიანებულ ძალებს ებრძოდა. ანტონი და კლეოპატრა ეგვიპტეში გაიქცნენ.
როდესაც ანტონი წავიდა ბოლო ბრძოლაში მან მიიღო ყალბი ცნობა, რომ კლეოპატრა გარდაიცვალა, ამის გამო მან თავი მოიკლა. მისი დაკრძალვიდან 39 წლის შემდეგ კლეოპატრამ თავი მოიკლა.
ავტორი: ელენე ასაშვილი