Thursday, June 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნანატრი ოცნებების ასრულება გელით – ნახეთ, ზოდიაქოს, რომელ 3 ნიშანს გაუმართლებს ამ ზაფხულს

June 30, 2023
ნანატრი ოცნებების ასრულება გელით – ნახეთ, ზოდიაქოს, რომელ 3 ნიშანს გაუმართლებს ამ ზაფხულს

სტროლოგები ასახელებენ 3 ნიშანს, რომლებსაც 2023 წლის ზაფხულში განსაკუთრებით გაუმართლებთ და დიდი წარმატების მიღწევას შეძლებენ:

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

სასწორები დაბალანსებული, დიპლომატიური და ჰარმონიისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან, მაგრამ არის პატარა ნიუანსი: ამ ნიშნით დაბადებულებს გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით კი – ყოველდღიურ საკითხებში. მათ ყველაფერი გულდასმით უნდა აწონონ, ასჯერ გაზომონ, კარგად დაფიქრდნენ – და ხანგრძლივი საათების/დღეების/კვირების შემდეგ მაინც ვერ იქნებიან დარწმუნებული, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს. ამ თვისების გამო სასწორი ხშირად ზის უმოძრაოდ და კარიერასა თუ რომანტიკულ ურთიერთობებში მნიშვნელოვან შანსს ხელიდან უშვებენ. თუმცა, 2023 წლის ზაფხულში სასწორებისთვის ყველაფერი შეიცვლება! ახლა მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს, მოგანიჭებთ ბედნიერებას და მოგიტანთ დიდ წარმატებას. რაც მთავარია, წამითაც არ შეგეპარებათ ეჭვი იმაში, რასაც აკეთებთ. ეს ზაფხული თქვენთვის მნიშვნელოვანი შანსია, რომ ბევრი მიმართულებით დაიწყოთ გარდაქმნები, დაწინაურდეთ და პირად ურთიერთობებშიც ჩამოყალიბდეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

ამ ნიშნის წარმომადგენლებს საიდუმლოების გამხელა არ უყვართ, აფასებენ სტაბილურობას და ყურადღებით იცავენ თავიანთ პირად საზღვრებს. ამავდროულად, მორიელები ძალიან შრომისმოყვარე, ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანები არიან და უყვართ, როდესაც მათ ირგვლივაც ასეთი თვისებების მქონე ხალხია, მაგრამ ხშირად ეს თვისებები სხვებს არ აქვთ და ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებიც მარტო რჩებიან. ჰოდა, ვარსკვლავებს თქვენთვის კარგი ამბავი აქვთ: ძალიან მალე მარტოხელას სტატუსს დაემშვიდობებით! 2023 წლის ზაფხულში საბედისწერო შეხვედრები, მოულოდნელი აღმოჩენები, ლამაზი თაიგულები, სასიამოვნო ემოციები გელით. ახლა თავს ძალიან ბედნიერად იგრძნობთ და იპოვით ზუსტად იმას, ვისაც თქვენი შესანიშნავად ესმის. იყავით გახსნილი ურთიერთობებისათვის და ბედნიერების შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

თხის რქა (23 დეკემბერი – 20 იანვარი)

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ძლიერი ადამიანები არიან. როგორც წესი, მათ ყველაფერი დაგეგმილი და სტრატეგიულად გააზრებული აქვთ. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ლოგიკას დაეყრდნონ და საკუთარ წარმატებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. 2023 წელსაც ჩვეულ ამპლუაში არიან – შრომობენ და განვითარებისთვის ბრძოლას არ წყვეტენ. ამის ფონზე კი, შესაძლოა, ემოციურად გადაიღალნენ და მოტივაცია დაკარგეს. ასტროლოგების თქმით, 2023 წლის ზაფხული ძალიან ბევრ ბედნიერ და წარმატებულ დღეს გიმზადებთ თხის რქებს, როცა საფუძვლიანად დასვენებასაც შეძლებთ და ამავდროულად, ზუსტად განახორციელებთ იმ მიზნებს, რომლებიც გაქვთ. ახლა ყველაფერი იმაზე მარტივად და ხარისხიანად გამოგივათ, ვიდრე ფიქრობდით. თქვენს ცხოვრებაში დიდი წარმატებისა და სასიკეთო გარდაქმნების დრო მოვიდა და ეს პერიოდი სწორედ ზაფხულიდან დაიწყება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს
  • 🎥”გაფრთხილებთ – ეს არის ჯანმრთელობისთვის ყველაზე უარესი”- არუნ ხათრი საზოგადოებას აფრთხილებს
  • თათა გიორგობიანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge