საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ფრანგულმა „ბორდომ“ ოფიციალურად გამოისყიდა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო ბორდოში 2022/23 წლების სეზონის წინ, დინამო ბათუმიდან იჯარით გადავიდა.
ქართველმა შემტევმა „ბორდოს“ მაისურით 31 თამაში ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გასულ სეზონში „ბორდომ“ ლიგა 2-ში ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.