Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შატილთან აღმოჩენილი სამარხები, რომელიც მიწის ჩამოშლის შემდეგ გამოჩნდა – რა უძველესი არტეფაქტები იპოვეს ექსპედიციის დროს

June 29, 2023
შატილთან აღმოჩენილი სამარხები, რომელიც მიწის ჩამოშლის შემდეგ გამოჩნდა – რა უძველესი არტეფაქტები იპოვეს ექსპედიციის დროს

ხევსურეთის არქეოლოგიური კვლევა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. სწორედ იმ დროიდან, როდესაც ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მაგ დროს ჩამოყალიბდა არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომლის მიზანი მშენებლობის ზონაში არსებული ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა და მათი შესწავლა იყო. ექსპედიციის წევრთაგან შედგენილი ჯგუფი ივანე წიკლაურის ხელმძღვანელობით დაზვერვით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიბ წლების განმავლობაში ატარებდა.

შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლების კვლევით შემოიფარგლა თავდაპირველად ხევსურეთში სამუშაოები. ესენი: ნასოფლარები, ნაეკლესიარები და სამაროვნები. არქეოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად ფშავ-ხევსურეთში ქრისტიანობა ადრე შუა საუკუნეებიდანვე ვრცელდება, რის დასტურსაც წარმოადგენს ანატორის, ორბეულთის, ხახმატის და სხვა ნაეკლესიართა გამოვლენა და შესწავლა. გასული საუკუნის ბოლომდე ხევსურეთში შუა საუკუნეებზე უფრო ადრეული არქეოლოგიური ობიექტების არსებობა მეცნიერებისთვის უცნობი იყო.

1985 წელს, შატილის სიახლოვეს, სოფელ გიორგიწმინდასთან, ციხეთგორის მიდამოებში სამანქანო გზა ჩამოწვა და გამოჩნდა კლდეში გამართული სამარხები. შატილში მცხოვრები იდუკა შეთეკაური ფეხით მიდიოდა ბარში, აღწერა სამარხი, ზომები აიღო ასანთის კოლოფის საშუალებით და დუშეთში, ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელთან, რამინ რამიშვილთან და არქეოლოგ გიორგი რჩეულიშვილთან მივიდა.

იმავე ზაფხულს, ჟინვალის ექსპედიცია რამინ რამიშვილის ხელმძღანელობით გაემგზავრა გიორგიწმინდაში და გაწმინდა დაზიანებული სამარხები, მეორე წელს კი გიორგი გოგოჭურის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს აქ კიდევ შვიდი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხებში იყო თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ნაკეთობები, სამკაული, სამაჯურები, სასაფეთქლე ხვიები, სარდიონის მძივები და ძვლის იარაღები. ეს მასალები ამჟამად ეროვნული მუზეუმის დუშეთის არქეოლოგიურ საცავში ინახება.

სამარხებში აღმოჩენილი ნივთიერი მასალა აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსულ კულტურას მიეკუთვნება. ეს კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანებში ყალიბდება წინამორბედი ენეოლითური კულტურის საფუძველზე და არსებობას განაგრძობს III ათასწლეულის შუა ხანებამდე. მტკვარ-არაქსის კულტურა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ის მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთს და გადადის ჩრდილოეთ კავკასიაში – დაღესტნის, ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და ჩრდ. ოსეთის ტერიტორიაზე. სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის, ჩრდილო-დასავლეთ ირანის მიმართულებითაა განფენილი და სირია-პალესტინამდეც აღწევს. ეს იყო ბინადარი, მიწათმოქმედი, მეტალურგი და მესაქონლე ტომების კულტურა. მტკვარ-არაქსელებისთვის სამთამადნო საქმე და მეტალურგიული წარმოება ერთ-ერთ მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა. ეს ტომები იყენებდნენ დარიშხნიანი და ანტიმონიუმიანი სპილენძისგან დამზადებულ იარაღსა და სამკაულს.

მალევე, XX საუკუნის 90-იან წლებში, მტკვარ-არაქსის კულტურის სამარხები ციხე-სოფელ მუცოს სიახლოვეს, უკვე თანამედროვე სასაფლაოს ტერიტორიაზეც აღმოჩნდა.

გიორგი გოგოჭური მეუბნება, რომ, როგორც ჩანს, სოფლის უხუცესებმა (ხევსურეთში სოფლის თავკაცი) იცოდნენ აქ ძველი სასაფლაოს არსებობის შესახებ. ისინი თანასოფლელებს აფრთხილებდნენ, თუ სად არ შეიძლებოდა საფლავის გაჭრა და საზღვრებიც მკაცრად ჰქონდათ დადგენილი. თუმცა, გასული საუკუნის დასასრულს, საფლავის გაჭრის დროს, მიადგნენ ძველ სამარხს, ცოტა მოშორებით გადაინაცვლეს და ისევ სამარხის თავზე აღმოჩდნენ. ბოლოს მიცვალებული სხვაგან დაუკრძალავთ, აღმოჩენილი სამარხები კი ქვის ფილებით გადაუხურავთ.

დაზიანებულ სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ხვიები და სამაჯურები. ეს მასალები ფორმითა და დამზადების ტექნიკით გიორგიწმინდის სამაროვნის ნივთების ანალოგიურია, – მეუბნება გიორგი გოგოჭური.

არქეოლოგი გიორგი გოგოჭური ხელმძღვანელობდა ექსპედიციას, რომელიც ხევსურეთში ადრებრინჯაოს ხანის ძეგლებს იკვლევდა. დუშეთის არქეოლოგიურ საცავში იგი თავის სამუშაო მაგიდასთან ზის.
რამ მიიყვანა მტკვარ-არაქსელები მთაში? – ამ კითხვაზე მეცნიერებს რამდენიმე მოსაზრება აქვთ, თუმცა ჩვენს გზამკვლევ არქეოლოგს ყველაზე მეტად იმის სჯერა, რომ მტკვარ-არაქსელების ხევსურეთში გამოჩენა ამ ტომებში მეტალურგიის განვითარებას უკავშირდებოდა და არ არის გამორიცხული, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთების ათვისების მიზანიც სწორედ რომ მეტალურგიული კერების მოძიება ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ალპური ზონებია, მადნის გამოსავლები თვალსაჩინოა. ამდენად, როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსელებს ჰქონდათ ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა მოეძიებინათ პირველყოვლისა სპილენძის მადნები. სპილენძის გარდა ამ რეგიონში ტყვიისა და ანტიმონიუმის საბადოებიც არსებობს, რომლებსაც მტკვარ-არაქსელი მეტალურგები სპილენძის შენადნობებში იყენებდნენ ნივთების დასამზადებლად. „ხევსურეთის რთული რელიეფის პირობებში, უგზოობის დროს, ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევდათ საქონელთან ერთად. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკურ მიზეზად რჩება მადნის მოძიება. საინტერესოა, რომ მუცოს ტერიტორიაზე გვხვდება ტოპონიმები „ლითონის მთა“ და „სატყვიე ჭალა“. გეოლოგიურად მუცო-არდოტის ხეობაში ცნობილია ჭონთიოს სპილენძის საბადო, რომელიც თუშეთის, ხევსურეთის და ჩეჩნეთის სასაზღვრო რეგიონს მოიცავს“, – ამბობს გიორგი გოგოჭური.

უკანასკნელ წლებში ქართულ-გერმანულმა ერთობლივმა ექსპედიციამ მუცოში ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები, სადაც ადრებრინჯაოს ხანის ექვსი სამარხი-აკლდამა შეისწავლა. დღეს ქართველი და გერმანელი არქეოლოგები ეძებენ პასუხს კითხვაზე: რა კავშირი და ურთიერთობა არსებობდა მთასა და ბარს შორის, ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანაში?

„ხევსურეთის მაგალითზე ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ აქ მტკვარ-არაქსელი ტომების მოსვლამდეც არსებობდა მოსახლეობა, მაგრამ არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ძვ.წ. VI-V ათასწლეულებში აქ მოსახლეობა არ იყო, მით უმეტეს, რომ მთიულეთში, ხადას ხეობაში, ორიოდე წლის წინ ენეოლითური ხანის ნამოსახლარი აღმოვაჩინეთ“, – ამბობს გიორგი გოგოჭური. მას სჯერა, რომ ქართველი არქეოლოგები გერმანელ კოლეგებთან ერთად შეძლებენ ნათელი მოჰფინონ კითხვას, თუ როდიდან აითვისა ადამიანმა ხევსურეთის ტერიტორია და რა იყო იქ მისი ძირითადი საქმიანობა.

წყარო: nationalgeographic

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • რომელ რეგიონში გვხვდება გიურზა და როგორ მოვიქცეთ მისი დაგესვლის შემთხვევაში? – რას ამბობს სპეციალისტი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge