პარლამენტმა მესამე მოსმენით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეიტანა ცვლილება. ეს ცვლილება მდგომარეობს შემდგომში: ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში: ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით. რაც შეეხებაწლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილ ქმედებას, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით.
ამასთანავე, მკაცრდება სანქციები თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირუტყვი მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მეთვალყურეობის გარეშე იმყოფება.
