ივნისის ბოლო დღეს პლანეტა ნეპტუნი თევზების ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. ეს ასტროლოგიური მოვლენა კი თითოეულ ადამიანზე მოახდენს გავლენას. კომბინაცია საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდება, ამიტომაც ბევრი ჩვენგანი მომდევნო თვეებში სასიამოვნო ცვლილებებს იგრძნობს. პლანეტა ნეპტუნის რეტროგრადული მოძრაობა 4-5 დეკემბრამდე გაგრძელდება და იგი თავის მშობლიურ ნიშანში, თევზებში იქნება.
ასტროლოგების თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები კიდევ უფრო მეტ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას იგრძნობენ და ბევრი სურვილი და მიზანი ახდება.
რა უნდა გააკეთოთ რეტროგრადული ნეპტუნის დროს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას 30 ივნისიდან დაიწყებს და ყველა ჩვენგანისთვის წარმატების, იღბლისა და შემოქმედებითი ენერგიის ფანჯარა გაიხსნება. ნებისმიერი იდეა, პროექტი, შემოქმედებითი მიდგომა, რომელსაც რეტროგრადული ნეპტუნის დროს წამოიწყებთ, წარმატებული იქნება.
შესანიშნავი დროა, საკუთარ შინაგან მდგომარეობას, შფოთვებსა და შიშებს ჩაუღრმავდეთ და თქვენს თავთან აბსოლუტურად გულწრფელი იყოთ – დაფიქრდეთ, რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში, ხომ არ გაქვთ ტოქსიკური ურთიერთობები, რომლებიც გაბრკოლებთ და განვითარების შესაძლებლობას აღარ გაძლევთ? ახლა დროა, სამუდამოდ დაემშვიდობოთ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს და კომუნიკაცია შეამციროთ იმ ადამიანებთანაც, რომლებიც თქვენზე უარყოფით გავლენას ახდენენ. დაისვენეთ და დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. ხშირად მიმართეთ მედიტაციას, იოგას, მოუსმინეთ თქვენთვის საყვარელ მუსიკას და პერიოდულად, დრო ჰობისაც დაუთმეთ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნეპტუნს მედიცინასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამიტომაც, ახლა ძველი ჭრილობების მოშუშების დროა! ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ტკივილებსა და იმედგაცრუებებს.
რა არ უნდა გააკეთოთ რეტროგრადული ნეპტუნის დროს?
არ მიიღოთ ნაჩქარევი და ემოციური გადაწყვეტილებები.
ნუ გაიხსენებთ ძველ წყენებს და ამ მიზნით, ნურც კონფლიქტს წამოიწყებთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი ყველა წყენის დასავიწყებლად, ტკივილების მოსაშუშებლად და საკუთარი თავის გასაძლიერებლად.
ნუ მიუბრუნდებით წარსულს – დაემშვიდობეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს და მიეცით სამყაროს შანსი, რომ ახალი თავგადასავლები შემოგთავაზოთ.
არ დაუბრუნდეთ ძველ, მავნე ჩვევებს.
ნუ ისესხებთ დიდ თანხას – ითვლება, რომ შემდეგი პერიოდი თქვენთვის ფინანსურად წარუმატებელი იქნება.
30 ივნისიდან 5 დეკემბრის ჩათვლით უმჯობესია, თუ საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქრებთ. ეწვიეთ ფსიქოლოგს და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც იზრუნოთ.
წყარო – “ბომონდი”