გელ-ლაქის სპეციალისტი, ხატია ოჩიაური “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ შილაკის პროცედურის დროს მზის დამცავი კრემების წასმა შეიძლება, თუმცა ნებისმიერი სახის კრემი დისკომფორტს უქმნის სპეციალისტს და ხელს უშლის ხარისხიანად მუშაობაში
“არსებობს მოსაზრებები, რომ ხელთათმანიც კარგი საშუალებაა თავის დაცვისთის, რასაც არ ვეთანხმები, რადგან ხელის ნაწილი მაინც ჩანს. მე ვუკეთებ ორსულებსაც, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავება საჭიროა ორსულობის დროს, მაგრამ მაინც დიდ პრობლემას ან საშიშროებას ვერ ვხედავ ვერც ამაში. 3 თვის მერე სრულიად უსაფრთხო მგონია შილაკის პროცედურების გაგრძელება. მეც ვფიქრობ ხოლმე ხშირად ამ თემაზე, რადგან ბევრმა სპეციალისტმა დაკარგა მომხმარებელი აგორებული ჭორების გამო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა საზოგადოებაში. არიან ისეთი ქალბატონები, რომლებიც აქცევენ ყურადღებას ხალხის აზრს და მათ შეწყვიტეს შილაკის გაკეთება. რეალურად კი, ულტრაისფერი სხივები არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ადამიანის სხეულში სიმსივნე ძირითადად მკერდში, იღლიასთან, თავში წარმოიქმნება, სადაც დიდი რაოდენობით ჯირკვლები გვაქვს, მაგრამ ხელზე ულტრაისფერ სხივებს არ აქვთ კონტაქტი ძირითად მაპროვოცირებელ ადგილებთან. მე ძალიან დიდი წინააღმდეგი ვარ სოლარიუმის და თუ რაიმე პროპაგანდა უნდა აგორებულიყო ულტრაისფერ სხივებზე, პირველ რიგში სოლარიუმზე უნდა აგორებულიყო, რადგან სოლარიუმის პროცედურა რეალურად საშიშია, კვლევებიც ამას გვაჩვენებს. რაც შეეხება შილაკს, პროცედურა იმდენად მოკლე ხნიანია, რომ შეუძლებელია სიმსივნის ან რაიმე სახის საშიშროების წარმოქმნა. ვერ ვხდები რატომ წარმოიშვა ეს პრობლემა. მთავარია პროცედურა სტერილიზაციის ყველა ნორმის და წესოს დაცვით მიმდინარეობდეს და სხვა საშიშროებას პირადად მე ვერ ვხედავ და ვერც ვხვდები ამ პროპაგანდის აგორების მიზანს”
“მეტრონომთან” საუბრისას მან ასევე ისაუბრა შილაკის გაკეთებიდან მეორე შილაკის პროცედურამდე რამხელა პერიოდი და დროა საჭირო მეტი უსაფრთხოებისთვის და რამდენი ხანი უნდა გავიჩეროთ ფრჩხილზე შილაკი
“თუ რაიმე სტრუქტურას მოჰყვება გართულება, ეს დაბალი ხარისხის მასალის გამოყენებას მოჰყვება ან სპეციალისტის არასწორად მუშაობას, გელ-ლაქი არანაირ დაზიანებას არ იწვევს, თუ ყველა ჰიგიენის ნორმას და წესს დავიცავთ. მთავარია გელ-ლაქი 2-3 კვირამდე შეიცვალოს და ორი, სამი თვე არ გავაჩეროთ ეს მასა ფრჩხილზე. მე რომ ან იღლიასთან ან მკერდთან მქონდეს კონტაქტი, დამაფიქრებდა პროცედურის საშიშროებაზე. ამ ყევალფრიდან გამოდმინარე, პროპაგანდის წამოწევა ლაზერზე და სოლარიუმზე უფრო მართებული იქნებოდა” – ხატია ოჩიაური