სახლის მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და დამღლელი პროცესია, თუმცა სასურველი შედეგის მიღება ყველაზე სასიამოვნო განცდებს იწვევს. მსოფლიოს საუკეთესო ასტროლოგები ცხადებენ, რომ გემოვნება და სიმყუდროვე ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის განსხვავებულია.
ნახეთ როგორ უნდა მოაწყოთ სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
მერწყული (20 იანვრიდან 18 თებერვლამდე) – ეკლექტიკური და ეკოლოგიურად სუფთა
თქვენ უცნაური და უნიკალური ხართ და აბსოლუტურად არ ცდილობთ თქვენი სახლის გაფორმებას, როგორც სხვები. სავარაუდოა, რომ თქვენ შეეცდებით რაც შეიძლება მეტი გარემოსდაცვითი და ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკური ვარიანტების ჩართვას. გამოიყენეთ მზის პანელები და სხვა ეკომეგობრული ნივთები. გსიამოვნებთ ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ იყოთ მარტო თქვენს ფიქრებთან და საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ უკეთესი გზები, რათა დაეხმაროთ სამყაროს. ასევე აფასებთ ბევრი სივრცის ქონას, დამატებითი ოთახებით, რათა დაეხმაროთ სხვებს თუ და თქვენთან დარჩენა დასწირდებათ.
თევზები (19 თებერვლიდან 20 მარტამდე) – დამამშვიდებელი და მშვიდი
გიზიდავთ თქვენი სახლის მშვიდად გაფორმება, ფერების მოზიდვა, რომლებიც სხვებს (და საკუთარ თავს) აგრძნობინებენ სიმშვიდეს. როგორც წყლის ნიშანი, ცისფერი ან ცივი ფერები თქვენთვის შესანიშნავი არჩევანია. გიყვართ კომფორტული, ფუმფულა ავეჯი და ბევრი ბალიშები. არ გადატვირთოთ სახლი ბევრი დეკორაციით. თქვენთვის იდეალური ადგილმდებარეობა არის წყალთან ახლოს, მდინარის, ზღვის ან აუზის სიახლოვეს.
ვერძი (21 მარტიდან 19 აპრილამდე) – მყვირალა და ცოცხალი
თქვენი სახლი უნდა იყოს ფერადი, თქვენნაირი განსხვავებული. სახლში გჭირდებათ დიდი სივრცე, სასურველია სატრენაჟორო ოთახი. გჭირდებათ ნერგიის დახარჯვა და სტრესის მოხსნა, რაშიც სწორედ ასერთი სახლი დაგეხმარებათ.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი) – ელეგანტური და დამამშვიდებელი
თქვენ გსიამოვნებთ ლამაზი ნივთებით ტკბობა და ასევე გსურს კომფორტული და სტაბილური გარემო, ასე რომ არ იქნება გასაკვირი ამ ჩვევების გადატანა თქვენს ოცნების სახლში. თქვენ სავარაუდოდ აირჩევთ დიდ, კომფორტულ სექციურ დივანს უამრავი კომფორტული ნივთით, რომელიც ყოველთვის ახლოს გექნებათ. ეს არის გარე სამყაროს სტრესისგან დეკომპრესიის საშუალება. სამზარეულოს ზონა ნამდვილად იქნება თქვენთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან გსიამოვნებთ გემრიელი საჭმელი და სასმელი (თქვენთვის იდეალური იქნება ღვინის მარანი ან თუნდაც ძვირადღირებული ბარი, რომელიც აღჭურვილია მხოლოდ საუკეთესო სასმლით). მოგწონთ გამოკვეთილი ტონებისა და ნეიტრალური ფერების გამოყენება, რათა რეალობაში გადმოიტანოთ სტაბილურობის განცდა, რომელიც გსურთ თქვენს ცხოვრებაში.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი) – ღია და მდიდრული
გიყვართ თავისუფლება, ამიტომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი სივრცე მაქსიმალურად დიდი ჩანდეს. დიდი შუშის პანელებისა და ფართო ფანჯრების ქონა უამრავ შუქს მოიტანს და ნამდვილად გახსნის ოთახს! ინტერიერში ჩართეთ ძვირადღირებული ტექნიკური ელემენტები, როგორიცაა ხმით გააქტიურებული სისტემები და სმარტფონით კონტროლირებადი საყოფაცხოვრებო ნივთები.
კირჩხიბი (21 ივნისიდან 22 ივლისამდე) – გემოვნებიანი და ტრადიციული
გიყვართ ტრადიციული და ანტიკვარული ნივთები, ასე რომ, თქვენი ოცნების სახლი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ავეჯს და დეკორს, რომელიც მოექცევა ამ სტილში. სამზარეულო ასევე იქნება ფოკუსური წერტილი, რადგან გიყვართ კულინარია. სამზარეული იქნება თქვენი სახლის სავიზიტო ბარატო ბარათი. თქვენი საბოლოო მიზანი იქნება, გახადოთ თქვენი სახლი რაც შეიძლება სასიამოვნო. ღია კედლებით, დეკორაციით და აქცენტირებული ავეჯით.
ლომი (23 ივლისიდან 22 აგვისტომდე) – ცოცხალი და ენერგიული
გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. თქვენ სახლში უნდა იყოს კაშკაშა და თამამი ფერები. გამოიყენეთ დეკორაციები (ნახატები, საათები). გჭრდებათ სტუმრის ოთახი და გარე სირვცეც წვეულების მოსაწყობად.
ქალწული (23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე) – მარტივი და ელეგანტური
თქვენ გსურთ გარკვეული სტაბილურობა და კონტროლის განცდა თქვენს ცხოვრებაში. თქვენი ოცნების სახლი, არის ნეიტრალური ფერებით. გიყვართ ისეთი ავეჯის გამოყენება, რომელიც უფრო მეტად ფუნქციურია. თქვენ გსურთ გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი სივრცე ორგანიზებისთვის. სახლში უნდა გქონდეთ ბევრი უჯრები, რათა საკუთარი ნივთები კარგად გადაანაწილოთ და დაალაგოთ.
სასწორი (23 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით) – ჰარმონიული
გიყვართ ბალანსის გრძნობა. გსურთ ინტერიერში ჩართოთ უფრო ღია, პასტელური ფერები, რომლებიც სტუმრებისთვის მიმზიდველად გამოიყურება. სახლშ ავეჯისა და დეკორაციის იდეალური ბალანსისთვის გამიყენეთ სადა ნივტები და ფერები.
მორიელი (23 ოქტომბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით) – მოდური
ტყეში კაბინა რომ გქონდეთ, ბედნიერი იქნებით. თუმცა, თქვენი ოცნების სახლი აბსოლუტურად უნდა ასახავდეს თქვენი პიროვნების იმ ასპექტებს, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია – შეინარჩუნოთ თქვენი ცხოვრება პირადი თქვენთვის. ინტერიერში გამოიყენეთ მუქი ფერები, ჩრდილები და სადა აქსესუარები. წიგნების თარო და ბუხარი თქვენთვის იდეალური ვასრიანტია.
მშვილდოსანი (22 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით) – კრეატიული და კომპაქტური
შეიძლება არ გინდოდეთ სახლში დიდი დროის გატარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ გაქვთ შესანიშნავი იდეები თქვენი ოცნების სივრცის მოსაწყობად. თქწვენთვის იდეალურია პატარა სახლი პატარა სახლი, რათა დაატიოთ მხოლო9დ საჭირო ნივთები, დრო კი მოგზაურობაში გაატაროთ.
თხის რქა (22 დეკემბრიდან 19 იანვრამდე) – ჭკვიანური
თქვენი ოცნების სახლი უნდა ასახავდეს იმას, რასაც თქვენ აფასებთ – შრომისმოყვარეობა და ეფექტურობა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას სურს ისეთი სივრცე, რომელიც მათ სამუშაო გარემოსგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს, თქვენს ოცნების სახლს ოფისის მსგავსი განლაგება ექნება. (მოდით, ვიყოთ გულახდილები – თქვენ ყოველთვის აგრძელებთ მუშაობას სახლში ყოფნისას) თქვენ მიდრეკილნი იქნებით უფრო დახვეწილი დეკორაციის სტილისკენ. გსურთ, რომ თქვენი სახლი იყოს ორგანიზებული და ადვილად მართვადი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ სხვა საკითხებზე. რაც შეეხება დეკორაციას, დიდი მაგიდა, რომელიც შეიცავს ბევრ უჯრებს, იქნება თქვენი საყიდლების სიაში.