მსახიობი ადელა ნორიეგა სერიალიდან “გვადალუპე” უკვე ძალიან დიდი ხანია რაც აღარ ჩანს და საზოგადოებაში აღარ ჩნდება.
ადელა ნორიეგა მეხიკოში დაიბადა და გაიზარდა. პატარა იყო როდესაც მამა დაეღუპა,1995 წელს კი კიბოსთან ბრძოლაში დედა დამარცხდა.
მენდესი 1969 წელს დაიბადა და თინეიჯერობის ასაკში გახდა ცნობილი, როდესაც ერთ-ერთ მექსიკურ სერიალში მიიღო მონაწილეობა. მას თავისი ტრაგიკული როლების გამო, სამშობლოში “ტირილის დედოფალიც” კი შეარქვეს.
რაც შეეხება მის კარიერას, 12 წლის გოგონა დედასთან ერთად სავაჭრო ცენტრში იყო, როდესაც სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა შენიშნა და მოდელად დაიწყო სულ მალე მუშაობა, შემდეგ გამოჩნდა სატელევიზიო რეკლამებსა და მუსიკალურ ვიდეოებში. მისი დებიუტი ტელენოველაში მაშინ შედგა, როცა 14 წლის იყო.
იგი პოპულარული 1987 წელს გახდა, როდესაც მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარულ სერიალში Quinceañera, რომელიც თინეიჯერული ასაკის გამოწვევებზე გადაიღეს. სერიალში წამოწეული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა ალკოჰოლის, ან ნარკოტიკების პრობლემა, გაუპატიურება, მოზარდის ორსულობა. სერიალმა დიდი გავლენა მოახდინა მექსიკის საზოგადოებაზე.

ნორიეგამ კონტრაქტი გააფორმა Telemundo-სთან და 1993 წელს მიიღო მთავარი როლი სერიალ “გვადალუპეში“. მალე საერთაშორისო წარმატება მოვიდა. სერიალი იმდენად კარგად მიიღეს არაბულ სამყაროში, რომ გოგონა 1994 წელს მაროკოს მეფემ ქვეყანაში საპატიო სტუმრად დაპატიჟა.
1995 წელს საცხოვრებლად კოლუმბიაში გადავიდა, სადაც კიდევ ერთ სერიალში გადაიღეს. მისი კარიერა ელვის სისწრაფით განვითარდა, იღებდნენ ფილმებში, თამაშობდა სპექტაკლებში და რაც მთავარია, იღებდა მთავარ ჯილდოებს. ნორიეგას ტელევიზიაში სტუმრობა რეიტინგის ყველა რეკორდს ხსნიდა.

ადელა პოპულარობის პიკში იყო, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მას რომანი ჰქონდა მექსიკის მაშინდელ პრეზიდენტ კარლოს სალინას დე გორტართან. სალინასი იმ დროს დაქორწინებული იყო სესილია ოჩელზე. მედია წერდა, რომ მსახიობსა და პირველ ლედის ფიზიკური დაპირისპირებაც კი ჰქონდათ და ისინი დაცვამ გააშველა. სალინასი 1988-1994 წლებში იყო პრეზიდენტი.
არსებობს ინფორმაცია, რომ ადელა ნორიეგას ერთადერთი ვაჟი სწორედ პრეზიდენტისგან შეეძინა. ქალი საგულდაგულოდ მალავდა შვილს პაპარაცებისგან, თუმცა მედიაში ადელა ნორიეგასა და მისი ვაჟის ფოტო მაინც გავრცელდა. მექსიკური მედია დაუნდობელი იყო ქალის მიმართ, მათი ინფორმაციით, ადელა მეხიკოში არსებულ ბრიტანულ საავადმყოფოში გადაიყვანეს მშობიარობისთვის ისე, რომ ჟურნალისტებს არაფერი გაეგოთ.
მსახიობმა წნეხს ვეღარ გაუძლო და გადაწყვიტა კარიერაზე უარი ეთქვა. ნორიეგა ეკრანებიდან გაქრა. წლებია არავის უნახავს და არ იციან, როგორ გამოიყურება ის ახლა, 52 წლის ასაკში.
ბოლო ინფორმაციით, ადელა ნორიეგა რამდენიმე წელია რაც მაიამიში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რაიონში ცხოვრობს და მის მფლობელობაშია უძრავი ქონების კომპანია, რომელსაც ახლა მისი 32 წლის ვაჟი კარლოს როდრიგო სალინას ნორიეგა მართავს. როგორ ჩანს, ყოფილმა პრეზიდენტმა შვილს გვარი მისცა.
“ახლა მენეჯერი ვაჟია, ბიჭი, რომელსაც კარლოსსაც ეძახიან. ის არის პასუხისმგებელი ბიზნესისა და ქონების მართვაზე. ეს არის ბიზნესი, რომელიც ადელას აქვს მას შემდეგ, რაც მისი რომანი “ტკბილი გამოწვევა” დასრულდა,“ – წერს მექსიკური მედია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან წლები გავიდა. პრეზიდენტი კი სწორედ ჭორების გამო, ცოლს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაშორდა, ეს ამბავი მექსიკური მედიისთვის საყვარელი თემაა. 2007 წელს მედიაში გავცრელდა ყოფილი პირველი ლედის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ამ რომანის შესახებ მუდმივად ესმოდა, მაგრამ თავიდან ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა განქორწინების მიზეზი სწორედ ეს გახლდათ…
“ნამდვილად ვგრძნობდი, რომ ჩემი მაშინდელი მეუღლის ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა, ვცდილობდი, რომ ის შემენარჩუნებინა, ოჯახისა და შვილების გამო, მაგრამ…“ – ამბობს ოჩელი.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კორუფციაში იქნა მხილებული და ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი ფინანსებით განკარგავენ ადელა და მისი ვაჟი ძვირადღირებულ ბიზნესს.
