აჭარის ზღვის სანაპიროზე არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა ოფიციალურად არის აკრძალული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა უმეტეს ადგილებში მაინც ბანაობენ.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი სარფშია, ზღვაში მდებარე კლდეებთან.
ქვაომხაზე – ასე ჰქვია ლაზურად აქ ერთ-ერთ დიდ ლოდს:
- სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ
- სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში
- კვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც იწყება კლდეები
- ქალაქ ბათუმის ნავსაყუდელის ტერიტორიის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლში
- მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსებული სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურის მოპირდაპირედ
- მწვანე კონცხის სანაპირო ზოლში კლდეებთან
- სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარედ
- ციხისძირის სანაპირო ზოლში კლდეებთან
- მდ. კინტრიშისა და ზღვის შესართავთან [მარჯვენა და მარცხენა მხარეს]
- კვარიათი-სარფის საზღვართან საზღვაო სანაპირო მონაკვეთზე
- მწვანე კონცხი-ბოტანიკური ბაღის სანაპირო მონაკვეთზე
- სასტუმრო ,,კასტელო-მარეს” მიმდებარე ტერიტორიიდან ციხისძირის საპირო ზოლამდე – რადგან აღნიშნული სანაპირო ზოლი ძირითადად არის კლდოვანი
- ასევე არ არის რეკომენდებული ბანაობა მდინარეების [ჭოროხი, ჩაქვისწყალი, კინტრიში] და ზღვის შესართავთან, რადგან წყლის დინების სიჩქარე ძლიერია
ინფორმაცია, თუ სად არის აკრძალული და სად არარეკომენდებული ზღვაში ცურვა აჭარის სანაპირო ზოლში – „ბათუმელებმა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან 2021 წელს წერილობით გამოითხოვა. გასული წლის ზღვის სეზონზე იგივე სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აკრძალვების კუთხით არაფერი შეცვლილა.
ზაფხულის სეზონი ბათუმში ფესტივალით, ოფიციალურად 2023 წლის 3 ივნისს გაიხსნა.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge