Saturday, June 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის სჯობს ყავის დალევა და რისთვის არის კარგი – ენდოკრინოლოგის რჩევები

June 25, 2023
მოქმედებს თუ არა ყავა გულის დაავადებების რისკზე?

როდის სჯობს ყავის დალევა და რისთვის არის კარგი – აღნიშნულ თემაზე ენდოკრინოლოგი, მაკა კორინთელი საუბრობს:

“ყავა უზმოზე შეიძლება დაილიოს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა. თუ მას აქვს გასტრიტი, წყლული და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, ყავის მიღება უზმოზე არ არის რეკომენდებული. თუ არ არის ლორწოვანის პრობლემა, მაშინ შეიძლება ყავის მიღება დილით. მინდა ვთქვა, რომ ყავა ძალიან კარგი ნაღვლმდენი საშუალებაა. შესაბამისად, ნაღვლის ბუშტისთვის კარგია. უზმოზე მიღებული ყავა ხელს უწყობს ნაღვლის გადმოდინებას ნაღვლის ბუშტიდან. ასე სუფთავდება ნაღვლის ბუშტი. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, თუ ადამიანებს კუჭის პრობლემები აქვთ, ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული. ამიტომაც, პაციენტებს ინდივიდუალურად ვურჩევთ, როდის და როგორ დალიონ ყავა.

– ამ შემთხვევაში არის განსხვავება ხსნად ყავასა და ნალექიან ყავას შორის?
– არა. ჩვენ არ ვიცით, ხსნადი ყავა რა მარცვლისგან მზადდება ისევე, როგორც არ ვიცით არახსნადი ყავა როგორ მზადდება. რა თქმა უნდა, გამომწვარი, გამოფიტული ყავა, რომელიც არ უნდა იყოს, ცუდია.
– რა კავშირია მაღალ წნევასა და ყავას შორის?
– თავად კოფეინი, რა თქმა უნდა, ოდნავ უმატებს წნევას. კოფეინი აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას და ავიწროებს სისხლძარღვებს. აგრეთვე მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რომელიც იწვევს გულის კუნთის სიხშირის მატებას ანუ გულის აჩქარებას. მაგრამ, აქაც გააჩნია, რამდენ ფინჯანსა და რა ხარისხის ყავას დავლევთ. ხსნადსა და არახსნადზე არ ვსაუბრობ, აქცენტს ვაკეთებ სუფთა, კარგი მარცვლით გაკეთებულ ყავაზე.
– ხშირად მოგვისმენია ადამიანებისგან, რომ დღის განმავლობაში 4-5 ფინჯან ყავას მიირთმევენ. რამდენი ჭიქაა რეკომენდებული დღეში და რამდენად ნორმალურია ამ რაოდენობით ყავის მიღება?
– ყავა თუ კარგია, 4-5 ჭიქას ადამიანი ფიზიკურად ვერ დალევს. 2 ფინჯანი სავსებით საკმარისია. ჩვენთან ალბათ არ არის კარგი ხარისხის ყავა და ამიტომაც მივირთმევთ 4-6 ჭიქას. მაგრამ, ვფიქრობ ამ რაოდენობის ყავას უფრო ფსიქოლოგიურად ვსვათ, რომ ვიყოთ ტონუსში. რეალურად საქმეს არ აკეთებს. ამდენ ფინჯან ყავას უფრო ცუდი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, ვიდრე 2 ფინჯნის მიღებას.
– ყავას მადის დასაქვეითებლადაც სვამენ ხოლმე, რა კავშირშია ყავის დალევა წონის კლებასთან?
– არანაირი კავშირი არ არის მათ შორის. არ არსებობს მსოფლიოში არანაირი საშუალება, რომელიც ადამიანებს წონაში დააკლებინებს, სწორი კვების გარდა, თუ სიმსუქნე რაღაც დაავადებით არ არის გამოწვეული. ამ შემთხვევაში, უნდა ვიმუშაოთ კონკრეტული დაავადების მიზეზის აღმოჩენასა და აღმოფხვრაზე.
– ზოგადად, რა დადებითი თვისებები აქვს ყავას?
– ყავის მიღების შემდეგ ტონუსში ვართ, დადებითად მოქმედებს ხასიათზე, იწვევს ნაღვლის ბუშტის “სისუფთავეს“, ყავაში ანტიკანცეროგენული თვისებებია დაფიქსირებული. თუმცა, დღის მეორე ნახევარში ყავის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში უძილობასაც იწვევს. ვფიქრობ, რომ უნდა დავლიოთ დღის პირველ ნახევარში, 5-6 საათის შემდეგ კი თავი უნდა შევიკავოთ. 2 ფინჯნის დალევას დღის განმავლობაში, სავსებით საკმარისია.”

ავტორი – თამარ იაკობაშვილი

წყარო – mshoblebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე ავარია მოხდა
  • 🎥სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს – ვინ და რატომ გაიმეტა ახალშობილი
  • პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge