Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ლეგენდა დავკარგეთ…” – ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი

June 24, 2023
“ლეგენდა დავკარგეთ…” – ვინ არის ახლახანს გარდაცვლილი ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი

ახლახანს ყველასთვის ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი გელოდი ფოცხიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ცნობილი ქორეოგრაფის – გელოდი ფოცხიშვილის, გარდაცვალების გამო
გელოდი ფოცხიშვილი 60 წელი ემსახურა ქართულ ხელოვნებას; წლების განმავლობაში არაერთ ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში საქმიანობდა და არაერთი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებზე დადგა საცეკვაო ნომრები.
ბატონი გელოდი სხვადასხვა პერიოდში გახლდათ საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „სუხიშვილების“, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მოცეკვავე. 1965 წელს მან დააფუძნა მოცეკვავეთა კვარტეტი „დოლური“. 1993 წლიდან ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი იყო; 1994-99 წლებში კი – მისი მთავარი ბალეტმაისტერი. მან დააფუძნა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებული მოცეკვავეთა ანსამბლი „მეტეხი“ და ამავე სახელწოდების საბავშვო სტუდია. 1989 წელს თბილისის სპორტის სასახლეში დააფუძნა „შოუებისა“ და სპორტულ სანახაობათა ასოციაცია. 1997 წლიდან გახლდათ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის განყოფილების გამგე.
ქორეოგრაფის სცენაზე მოღვაწეობის 60 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის აპრილში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საკონცერტო დარბაზში საღამო გაიმართა.
გელოდი ფოცხიშვილის ღვაწლი არაერთი ჯილდოთი თუ პრემიით იყო დაფასებული. ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით. ასევე, მიღებული აქვს: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქების სიგელი, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის რაინდის ორდენი, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის ბრწყინვალების ორდენი და სხვა. 2016 წელს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბატონ გელოდის კულტურის სამინისტროს ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ – გადაეცა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მადლიერებით მიაგებს პატივს გელოდი ფოცხიშვილს ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე” – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აშშ-ის ქალაქ სიეტლში ფესტივალზე სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
  • როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge