5 აგვისტოს, ლონდონის “ჩელსის” საშინაო სტადიონზე “სტემფორდ ბრიჯზე” უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება.
ცნობილია, იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა, შოთა არველაძე.
არველაძე ზინჩენკოს გუნდში (ყვითელი გუნდი) იქნება. შოთის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერია.
Game4Ukraine-ს საქველმოქმედო ხასიათი ექნება და შემოსული თანხა ჩერნიგოვის ოლქში დაზიანებული სკოლების აღდგენას მოხმარდება.
ბილეთების შეძენა მაისიდან გახდება შესაძლებელი. ფასი გირვანქა 15-დან 50 გირვანქა სტერლინგამდეა.
