Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მარტივი ფსიქოლოგიური ტრიუკია, მაგრამ ქმედითი” – ზურაბ გურული გვარამიას შეწყალებაზე

June 23, 2023
“მარტივი ფსიქოლოგიური ტრიუკია, მაგრამ ქმედითი” – ზურაბ გურული გვარამიას შეწყალებაზე

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და წერს:

“ერთი ცნობილი ფილოსოფიური იგავია იმაზე, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო სტატუს კვო ისე, რომ თავი უკეთ იგრძნო.

გაჭირვებული კაცი მივა ბრძენთან და დაიჩივლებს: -ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთო-. ეს ბრძენი რიგრიგობით შეასახლებინებს თავის პაწია ხუხულაში ქათმებს, ღორებს, ძროხებს და საწყალი კაცი გაფრენამდე რომ მივა, უკან გაასახლებინებს.
-თურმე რამხელა სივრცე ყოფილა ჩემს პატარა სახლშიო – გაუხარდება გაჭირვებულ კაცს.
მარტივი ფსიქოლოგიური ტრიუკია, მაგრამ ქმედითი.
შესანიშნავად იყენებს ამ მეთოდიკას მამამზე ერისთავიც. იმ ბრძენივით არაფერი უჯდება თანაც. შექმნის დაძაბულობას; ტყუილად დასჯის და დაიჭერს ადამიანებს; უაზრო კანონპროექტებს შემოაგდებს; სიტუაციას მიიყვანს კრიტიკულ წერტილამდე და მერე უცებ მოუშვებს; კანონებს უკან გაიწვევს; უდანაშაულოდ დაჭერილს გამოუშვებს. ხალხი შვებით ამოისუნთქავს და ბედნიერია. ექმნება ილუზია, რომ თავად მიაღწია რაღაც გამარჯვებას; რაღაც შეცვალა უკეთესობისაკენ, არადა ზუსტად იქ არის, სადაც მანამ იყო; აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. ასე იქმნება ილუზია და ყალბი რწმენა, რაც აუცილებელია 2024 წლის არჩევნების მოსამზადებლად და არჩასაშლელად, რომ ოფიციალური ლეგიტიმაცია კიდევ 4 წლით გაგრძელდეს.

ჭადრაკში არის პოზიცია – ცუგცვანგი, რომლის დროსაც ნებისმიერი სვლა წამგებიანია; მამამზეს კი ისეთი პოზიცია აქვს ამ მეთოდიკის წყალობით, რომ ყველა სვლა მომგებიანია. გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი მის ხელში? დიდებულია; აქტივში ჩაითვლის და კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს. არ გახდება? რა პრობლემაა, იტყვის რომ ეს იყო ომისაგან გადარჩენის ფასი; ხალხის უმრავლესობაც მადლიერი დარჩება და მისი კრიმინალური იმპერიაც მშვიდად გააგრძელებს არსებობას.

ვერცერთ პოზიციას ვერ გაუკრიტიკებ; იქეთ მოგდებენ შარს. – აბა ომი გინდა?- ან -ევროკავშირში გაწევრიანებას იმიტომ ეწინააღმდეგები რომ ქოცებმა არ დაიჩემონ?.
პირველ შემთხვევაში ბოროტი გამოდიხარ, მეორეში არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე.

აქვს აზრი იმ იგავის გაჭირვებული კაცისათვის იმის ახსნას, რომ ბრძენმა ის სინამდვილეში გააბრიყვა და რა ბითურიც მანამდე იყო, ისევ იგივეა? იქნებ სჯობს იყოს ბედნიერი, რადგან ახალი სახლის აშენების არც ნიჭი აქვს და არც სიმამაცე. სიმართლის გააზრებამ რომ გააბრაზოს, ხომ შენ მოგიტრიალდება გასალახად? ბრძენია ძალიან ჭკვიანი, თუ კაცია ძალიან შტერი?…
თავად განსაჯეთ”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს თბილისის საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 10 პირი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია კახეთში ავარიის შედეგად დაღუპული 29 წლის ქალის ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge