სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა – ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.
შემთხვევს შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი შემთხვევის გამო შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
