კომპანია OceanGate-ის საკუთრებაში არსებული წყალქვეშა ნავი სახელწოდებით Titan კვირა დღეს, 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე იმყოფებოდა 5 ადამიანი, რომელთა მიზანი 1912 წელს ჩაძირული უზარმაზარი გემის “ტიტანიკის” ნანგრევების დათვალიერება იყო.
მოგზაურობა ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად რვა დღიანია, მისი საფასური 250,000 დოლარია მონაწილეობა კი 17 წელს ზემოთ მყოფ ნებისმიერ მსურველს შეუძლლია.
გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი იყვნენ: OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი 61 წლის სტოკტონ რაში, ბრიტანელ-პაკისტანელი ბიზნესმენი 48 წლის შაჰზადა დავიდი და 19 წლის მისი ვაჟი სულემანი და ბრიტანელი ბიზნესმენი 58 წლის ჰამიშ ჰარდინგი. ბორტზე მყოფი მეხუთე ადამიანი საფრანგეთის საზღვაო მყვინთავი და ცნობილი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე 77 წლის იყო.
ექსპედიციის ფარგლებში Titan უნდა ჩასულიყო 12,500 ფუტ სიღრმეზე, რისთვისაც ორ საათ ნახევარია საჭირო, თუმცა წყალქვეშა ნავმა OceanGate-თან კავშირი წყალში ჩაშვების შემდეგ საათსა და 45 წუთში დაკარგა.
ხმელეთთან კავშირის შეწყვეტიდან 8 საათში წყალქვეშა ნავი დაკარგულად გამოცხადდა და დაიწყო აქტიური სამძებრო სამუშაოები.
“ბრძოლა დროის წინააღმდეგ” – სწორედ ასე ასათაურებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი მედიები სამძებრო სამუშაოებს, რადგან სამაშველო სამსახურს დაკარგული 5 ადამიანის ცოცხლად პოვნისთვის სულ რაღაც 96 საათი ჰქონდათ.
წყალქვეშა ნავს ჟანგბადის მარაგი მხოლოდ 96 საათის განმავლობაში ჰქონდა, რის შემდეგაც ბორტზე მყოფები უჰაერობისგან დაიღუპებოდნენ. ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ 12,500 ფუტ სიღმეზე წყლის ტემპერატურა -33 გრადუსს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკიპაჟის წევრები შესაძლოა სიცივისგან გარდაცვლილიყვნენ.
არსებობდა იმის რისკიც, რომ ეკიპაჟის წევრებს ჰქონოდათ ნახშიროჟანგის ყლაპვით გამოწვეული მძიმე ინტოქსიკაცია, თავბრუსხვევა და ღებინება, რაც მათ გადარჩენის შანსებს ამცირებდა.
ტიტანის დაივინგის დრო იყო 18 ივნისის 17:30 (ჩვენი დროით), OceanGate-ის თანახმად ტიტანის ჟანგბადის მიწოდება უნდა გაგრძელებულიყო 22 ივნისის1 7:30 საათამდე.
წყალქვეშა ნავს აშშ-ს სანაპიროს დაცვის სამსახური, კანადური ყინულმჭრელი Polar Prince, კანადური Boeing P-8 Poseidon, სადაზვერვო თვითმფრინავები, ფრანგული რობორი (ყველაზე ძლიერი მყვინთავი რობოტი მსოფლიოში) Victor 6000 ეძებდა.
დროის ამოწურვიდან რამდენიმე საათში წყალქვეშა ნავის გარკვეული ნაწილები სწორედ Victor 6000-მა 16,000 მეტრ სიღრმეზე აძირული “ტიტანიკის” მახლობლად იპოვა.
“ტიტანის” რამდენიმე ნაწილის პოვნის შემდეგ დაკარგული 5 ადამიანის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ განცხადება აშშ-ს სანაპიროს დაცვის სამსახურმა გააკეთა და ოჯახებს დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
ინტერნეტი მოიცვა კითხვამ “იყო თუ არა “ტიტანი” უსაფრთხო” – საზოგადოებაში ეს კითხვა წყალქვეშა ნავის უცნაურმა აგებულებამ და მართვის მექანიზმმა გამოიწვია.
ტიტანი იწონიდა 23000 ფუნტს და დამზადებული იყო ნახშირბადის ბოჭკოსა და ტიტანისგან. ის იმართებოდა ვიდეო თამაშების ჯოისტიკით (უკაბელო კონტროლერით).
ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით “ტიტანი” მცირე ზომისაა და მასში მხოლოდ 5 ადამიანი ეტევა. მგზავრებს ბორტზე ყოფნის განმავლობაში არ ეძლევათ საშუალება ფეხზე წამოდგომის, აქვთ მხოლოდ ერთი, მცირე ზომის ფანჯარა და პატარა ზომის საპირფარეშო, რომელიც გემის სხვა ნაწილისგან თხელი ფარდითაა გამოყოფილი.
წყალქვეშა გემის შიგნიდან გაღბა შეუძლებელია, ის გარედან 17 დიდი ზომის ბოლტითაა დამაგრებული. მგზავრებს გემის დატოვება მხოლოდ მის გარეთ მყოფი დამხმარე ეკიპაჟის დახმარებით შეეძლოთ – რაც ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ “ტიტანი” წყალში ჩაძირული არ არის და ზედაპირზე ტივტივებს, ბორტზე მყოფ 5 პირს ჟანგბადზე წვდომა მაინც არ აქვთ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც აღნიშნულ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული. ვიდეოში OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში (ერთ-ერთი დაკარგული) საზგადოებას გემს შიგნიდან ათვალიერებინებს.
წყალქვეშა ნავის გაუჩინარებიდან ერთი დღის შემდეგ, სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას აშშ-ს სანაპიროს დაცვის სამსახურმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ “ტიტანიკის” ტერიტორიიდან მათ SOS სიგნალების (კაკუნის ხმები) აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ “ტიტანიდან” მოდიოდა.
კაკუნის ხმები ნახევარი საათის ინტერვალში ისმოდა, თუმცა მათი სიხშირე დროთა განმავლობაში შემცრიდა, შემდეგ კი სრულიად გაქრა.
@jorgeheathen 🚨 BREAKING: The US Coast Guard has just reported even MORE “banging noises” via P-3 Orion surveillance aircraft but still cannot confirm the source is the lost Titanic submersible. #fyp #titanic #titanictiktok #sub #submarine #submarines #atlanticocean #atlantic #noise #rescue #coastguard ♬ original sound – FloridaMan5.0
აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ აშშ-ს სანაპიროს დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ე.წ. კაკუნის ხმები შესაძლოა “ტიტანს” არ ეკუთვნოდეს და უბრალოდ “ზღვის ხმაური” იყოს.
ჯერკიდევ წყალქვეშა ნავის გაუჩინარებიდან მოყოლებული სოციალური ქსელები უამრავმა თეორიამ მოიცვა.
საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ გემი წყალში აფეთქდა, ნაწილს სჯეროდა რომ წყალქვეშა ნავი ჩაძირული “ტიტანიკის” რაიმე ნაწილს გამოედო და გაიჭედა, ზოგი კი წერდა რომ გემის ფარების ნათებამ უზარმაზარი რვაფეხის (Giant Squid) გაღიზიანება გამოიწვია, რამაც ბრაზის ფონზე გემი დაამტვრია.
მას შემდეგ რაც აშშ-ს სანაპიროს დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ გემი სავარაუდოდ აფეთქდა, სოციალურ ქსელში ახალი თეორია გაჩნდა. ბორტზე მყოფი 5 წევრიდან 3 მულტიმილიონერი იყო. გავრცელებული თეორიის თანახმად ბორტზე მყოფებს სახელმწიფო გადასახადებისგან თავის არიდება სურდათ, რის გამოც საკუთარი სიკვდილი გაითამაშეს და წყალში ჩაშვებულ გემში “ტიტანში” რეალურად არავინ იყო.
ავტორი: ელენე ასაშვილი