დუშეთის მუნიციალიტეტში, სოფელ ქვეშეთში ამბულატორიის ექიმი დაინიშნა, რომელიც საქმიანობას გასულ კვირას შეუდგა. როგორც ამბობენ, მედიკოსს ვირუსულ ინფექციაზე ტესტი გაკეთებული არ ჰქონდა, შესაბამისად მან არ იცოდა, რომ ინფიცირებული იყო.ექიმთან კონტაქტში მყოფი ექთანიც ინფიცირებულია და ექთნის ოჯახის წევრებიც.
ამ დრომდე, აღნიშნულ სოფელში Covid-19 არ დაფიქსირებულა და ეს პანდემიის განმავლობაში პირველი შემთხვევაა. ახლა, ადგილობრივი ექთნის ოჯახი მათთან კონტაქტში მყოფებს აფრთხილებს და თვითიზოლაციაში გადსვლისკენ მოუწოდებს.
„სოფელში ამბულატორიაში სამუშაოდ ექიმი დაინიშნა. მას კორონავირუსზე ტესტი არ ჰქონია გაკეთებული და აქ რომ ჩამოვიდა, უკვე ინფიცირფებული იყო. მაშინ გაიგო, როცა ყნისვისა და გემოს შეგრძნება დაკარგა. მასთან კონტაქტში იყო ამბულატორიის ექთანი. Covid-ი მასაც დაუდასტურდა და მის ოჯახის წევრსაც. ახლა, ისინი სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილს სთხოვენ თვითიზოლაციაში გადავიდნენ და ყურადღება გამოიჩინონ. თავიდან, ექიმის მოსვლა ძალიან გაგვიხარდა, ვფიქრობდით, ამ ჟამიანობის დროს, პატრონი გვეყოლებოდა და მან „ააფეთქა” ვირუსი სოფელში, აქამდე ჩვენთან არცდერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.” – ამბობს ადგილობრივი.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი