სოციალურ ქსელში გვერდმა „თათები • Tatebi“ რუსთავში, ზოოფილიის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა.
„ხომ გაინტერესებთ რატომ არ გვატანენ სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ლეკვს რუსთაველი დამცველები ახალ მზრუნველ ოჯახში ?!
ახლავე მოგახსენებთ
ორგანიზაცია ცხოველთა მეგობრები / Animals Friends ლაივი ვნახეთ, მთავარი მესიჯებია – რუსთაველ დამცველებს თუ თბილისელების დახმარება დაგვჭირდება გაგაგებინებთ, ბეროშვილს და კვალიაშვილი რატო უნდა ჩაერთნენ თემაში, როცა ჩემი დაწყებული საქმეაო.
მოკლედ, რადგან გავიგეთ რომ ქალბატონი ლიკლიკაძეა ჩართული სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ლეკვის თემაში და ქალბატონი ირინა ლიკლიკაძეა წინააღმდეგი რომ ლეკვი გაგვატანოს, რადგან განაცხადა, რომ ჩემს გაკვალულ საქმეში წინ არავის გავუშვებ, უკან გამომყვნენო და გაჩერდით როცა მე ვარ ჩართულიო.
ამიტომ ვისაც გაინტერესებთ ძალადობის მსხვერპლი ლეკვის ამბავი და დაგჭირდებათ რუსთავში და მის მიმდებარედ ცხოველების გადარჩენა, ჩვენ აღარ მოგვმართოთ, გიზიარებთ ირინას ნომერს
+995 568 81 15 68“, – აღნიშნულია პოსტში.
აღნიშნულ სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაეცანით აქ.
