Wednesday, May 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იყავით ფრთხილად სითხეებთან, მედიკამენტებთან, მოერიდეთ გაუგებრობებს გარშემო მყოფებთან, რას მოგვიტანს ბუნდოვანი ახალმთვარეობა ტყუპში

June 21, 2023
იყავით ფრთხილად სითხეებთან, მედიკამენტებთან, მოერიდეთ გაუგებრობებს გარშემო მყოფებთან, რას მოგვიტანს ბუნდოვანი ახალმთვარეობა ტყუპში

ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 18 ივ­ნისს, ტყუ­პის 27 გრა­დუს­ში, 8:38-ზე. ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი უჩი­ვი­ან უე­ნერ­გი­ო­ბას, თა­ვის ტკი­ვილს, უხა­სი­ა­თო­ბას. ნუ და­ა­ტანთ თავს ძა­ლას, იყა­ვით მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. არ გირ­ჩევთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ. იყა­ვით პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე. ეცა­დეთ, ილა­პა­რა­კოთ და იფიქ­როთ მხო­ლოდ და­დე­ბით­ზე.

ახალმთვა­რე­ო­ბი­დან ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი, რა­საც მთვა­რის ამ თვე­ში, მომ­დევ­ნო ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე – 17 ივ­ლი­სამ­დე, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

კარ­გი ამ­ბა­ვი ისაა, რომ მთვა­რის ამ თვე­ში არ გვე­ლო­დე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბი და არც სწრა­ფი პლა­ნე­ტე­ბის რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა. რად­გან ახალმთვა­რე­ო­ბა ტყუპ­შია და ტყუ­პის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რიც თა­ვის­სა­ვე ნი­შან­შია. ამ თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სწავ­ლას­თან, კო­მუ­ნი­კა­ცი­ას­თან, გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას­თან, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან. არ გირ­ჩევთ ში­შებ­ზე აყო­ლას. უმ­ჯო­ბე­სია, პო­ზი­ტი­უ­რად იაზ­როვ­ნოთ, იფიქ­როთ და ისა­უბ­როთ.

18 ივ­ნისს, ახალმთვა­რე­ო­ბის დღეს მზე და მთვა­რე ერთ ნიშ­ნა­ში – ტყუპ­შია და ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ნეპ­ტუნს – ბუნ­დო­ვა­ნე­ბი­სა და ტყუ­ი­ლე­ბის პლა­ნე­ტას და მათ გავ­ლე­ნა მთე­ლი ამ თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიგ­რძნობთ (პლა­ნე­ტე­ბის ზუს­ტი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა 19 ივ­ნისს). ეცა­დეთ, არ გა­ეხ­ვეთ სა­ეჭ­ვო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. მო­ე­რი­დეთ აფე­რისტ ადა­მი­ა­ნებს. არ გირ­ჩევთ ალ­კოჰო­ლი­სა და სხვა მათ­რო­ბე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას. იყა­ვით ფრთხი­ლად სი­თხე­ებ­თან, წყალ­თან, მე­დი­კა­მენ­ტებ­თან. მო­ე­რი­დეთ გა­უ­გებ­რო­ბებს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლას­თვის გარ­კვე­ვით და გა­სა­გე­ბად ისა­უბ­რო და თა­ვა­დაც გა­ერ­კვეთ დე­ტა­ლებ­ში, რათა არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ.

ამა­ვე დღეს გვე­ლო­დე­ბა სა­ტურ­ნი­სა და იუ­პი­ტე­რის მე­გობ­რუ­ლი ას­პექ­ტი, (პლა­ნე­ტე­ბის ზუს­ტი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა 19 ივ­ნისს), რაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სოთ საქ­მე­ე­ბი. და­ი­სა­ხეთ ხან­გრძლივ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი, საქ­მე­ე­ბი; კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ უცხო­ე­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა; ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რებ­თან. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი. მო­მენ­ტა­ლურ გა­მარ­ჯვე­ბას ნუ ელო­დე­ბით, წარ­მა­ტე­ბა მოვა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით. მო­გინ­დე­ბათ სტა­ბი­ლუ­რო­ბა საქ­მე­ებ­ში, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ში.

ახალმთვა­რე­ო­ბის შემ­დეგ, – 21 ივ­ნისს მარ­სი ლი­ლიტს შე­ურთდე­ბა, მაგ­რამ გავ­ლე­ნას პლუს/მი­ნუს 3 დღე ვიგ­რძნობთ. იყა­ვით ფრთხი­ლი, გარ­შე­მო მყო­ფებ­ში მო­ი­მა­ტებს აგ­რე­სი­უ­ლო­ბა და კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბა. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი.

26 ივ­ნისს კი მარ­სი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ურანს (გავ­ლე­ნას ვიგ­რძნობთ პლუს/მი­ნუს 3 დღე). არ გა­რის­კოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ საქ­მე ეხე­ბა ცივ ან ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს, ინ­სტრუ­მენ­ტებს, დენს; შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ი­კა­ვეთ თავი გეგ­მი­უ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპ­რა­ცი­ე­ბის­გან; იყა­ვით ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი.

28 ივ­ნისს ვე­ნე­რა შე­უ­ერ­თდე­ბა ლი­ლიტს (ცდუ­ნე­ბე­ბი, ში­შე­ბი). პლუს/მი­ნუს 2 დღე ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს, ნუ გა­ი­კე­თებთ პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებს; ფრთხი­ლად ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას; არ გირ­ჩევთ სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბას; ქორ­წი­ნე­ბას ან ნიშ­ნო­ბას.

კარ­გი დღე­ე­ბია 30 ივ­ნი­სი და პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი. ამ დღე­ებ­ში შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, გა­ა­ფორ­მოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს ახალმთვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? რა თქმა უნდა, ტყუ­პის ნიშ­ნებ­ზე და გა­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვინც 15-21 ივ­ნი­სის შუ­ა­ლედ­ში ხართ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. ახლა თქვე­ნი დროა, იყა­ვით მზად სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის; ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი და გა­აქ­ტი­ურ­დით მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მეტი შრო­მა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბა გე­ლო­დე­ბათ 14-20 მარტს, 16-22 სექ­ტემ­ბერს, 15-21 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლებს. მე­ტად გა­ბე­დუ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ, გა­აქ­ტი­ურ­დით გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, მი­ი­ღებთ ახალ შე­მო­თა­ვა­ზებს და დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ნი­ხი­ლეთ ისი­ნი. ჰარ­მო­ნი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ 12-18 თე­ბერ­ვლის, 13-19 აპ­რი­ლის, 16-22 აგ­ვის­ტოს და 17-23 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა მი­ნიშ­ნე­ბებს. იყა­ვით მზად პო­ზი­ტი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის.

ბედ­ნი­ერ ახალმთვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ! გა­ე­ცა­ნით ახალმთვა­რე­ო­ბის პროგ­ნოზს, რათა შეძ­ლოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥დიდუბეში, თბილისი – ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა
  • თბილისში ქალს მანქანა დაეჯახა – როგორია მისი მდგომარეობა
  • თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა სილამაზის სალონი გაქურდეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge