ახლახანს ცნობილი ქართველი სპორტის ოსტატი ნადეჟდა (მულია) სარჯველაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ნადეჟდა (მულია) სარჯველაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელუც იყო სპორტის ოსტატი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე და 50 წელზე მეტია მუშაობდა ბათუმის ტანვარჯიშის სპორტულ სკოლაში მწვრთნელ პედაგოგად. მის მიერ აღზრდილი ტანმოვარჯიშეები ყოველთვის იყვნენ საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგელობაში, გაზრდილი ჰყავს მრავალი სპორტის ოსტატი და სართაშორისო ტურნირების გამარჯვებულები.
ვიზიარებთ ოჯახის და მეგობრების მწუხარებას” – ნათქვამია განცხადებაში.
