ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წუხელ დაკარგული გოგონას უვნებლად პოვნის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველი ხალხის ერთიანობაზე აკთებს აქცენტს და წუხილს გამოთქვამს რომ ეს ერთიანობა ყოველდღიურობაში დაკარგულია:
“რა ჯანმრთელი და ყველაზე კარგი ხარ ჩემო ქვეყანა, როცა არ კითხულობ, ნაცია თუ ქოცი, გეი თუ არაგეი, გვარსაც არ კითხულობ, ეთნიკურად რა წარმომავლობისაა. არც მშობლების სოციალურ მდგომარეობას იკვლევ, უბრალოდ დგები და დახმარებას იწყებ. ამ დროს ჩანს ხოლმე, რა ღირსეული ხარ სინამდვილეში, სადღაც შენი თავის შენთვისვე მივიწყებულ სიღრმეში და რა სამწუხაროა, რომ ისევ ივიწყებ საკუთარ თავს ჩვეულებრივ დღეებში. არადა, სამოთხეს შევქმნიდით, ეს რომ ყოველდღიური ჩვევა და რწმენა იყოს. არა მაინცდამაინც სიყვარული, არამედ პატივისცემა.
დაკარგული ბავშვი იპოვეს” – წერს ნათია ფანჯიკიძე.
