საინფორმაციოს წამყვანი, ნინო თოლორდავა ორი დღის წინ ბებია გახდა. ჯერ ახალ ამპლუას ვერ ეგუება და შეკითხვას – ბებია გახდი, ასე იგერიებს – ჩემს შვილს გაუჩნდა შვილიო.
ტელესახის ვაჟის, ოცი წლის ამიკო ხაზალიას რჩეული ესპანელი ნურია ლორდია. წყვილმა ერთმანეთი თბილისში გაიცნო. ორწლიან “ლავსთორის” კი 2020 წლის 11 დეკემბერს ბედნიერი დასასრული მოჰყვა.
წყარო: “პრაიმტაიმი“