“ევრონიუსსა” და “სილქნეტს” შორის მემორანდუმი გაფორმდა – „ევრონიუსი საქართველოს ტელესივრცეში დაიწყებს მაუწყებლობას.
„ევრონიუს ჯორჯია“ ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება.
მემორანდუმს ხელი „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ პეტერსმა მოაწერეს.
კომპანიის ინფორმაციით, „ევრონიუსსა“ და „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, „სილქნეტს“ შეემატება „euronews georgia“, ახალი მედია, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება „ევრონიუსის ბრენდის“ მაღალ ცნობადობასა და რეპუტაცასთან. თავის მხრივ, „ევრონიუსი“ უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს ახლად შექმნილი არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს.