Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რასაც წერენ, ცრუ ინფორმაციებია…” – რა ინფორმაციას ავრცელებს მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიაზე

June 8, 2023
“რასაც წერენ, ცრუ ინფორმაციებია…” – რა ინფორმაციას ავრცელებს მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიაზე

Geo Team-ი ნეაპოლში ჩავიდა და “პარტენოპეის” საჩემპიონო თამაშზე ბლოგი ჩაწერა.

“მეტრონომი” გთავაზობთ ამონარიდს მამუკა ჯუღელის ინტერვიუდან:

“ხვიჩას პირველ სეზონს ნეაპოლში დადებითად შევაფასებ, დიდი სახელი დატოვა და იმედი მაქვს, რომ მეორე სეზონი უფრო ძლიერი იქნება, იმიტომ, რომ ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. მე კიდევ უფრო მეტს ველოდები მისგან, მჯერა მაგის და ვიცი, რომ შემდეგი სეზონი უფრო წარმატებული ექნება. ახლა შეიძლება ხალხმა თქვას, მეტი რაღა წარმატებით უნდა ქნასო, თუმცა ვიცი მისი შესაძლებლობები, ვიცი, რა ადამიანია და რა პროფესიონალიცაა.
უნიჭიერესია და უფრო მეტს და მეტს ველი მისგან.

თავიდან ნეაპოლში მე და ხვიჩა ჩამოვედით. “პარტენოპეი” დიდი გუნდი იყო, არც ხვიჩას, არც მე, არც მამამისს და არც ჩვენი ოჯახის წევრებს ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ხვიჩა აქ ითამაშებდა. ვიცოდით, რომ “კვარა” ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად მოხვდებოდა. ალალად რომ გითხრათ, ასეთ სიურპრიზს არ ველოდი, რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო მას, ასევე “ნაპოლის” ხელმძღვანელობას, რომ ენდნენ. რაც გააკეთა, ვიტყვი, რომ ეს მარტო ხვიჩას შეეძლო. თუ რამე გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა, მე მისგან მაქსიმუმი მინდა, 42 რომ გაიტანოს, 48 მენდომება, მაგრამ ასე ხომ არაა, ეს სერია A არის. ვთვლი, რომ ხვიჩას ჩავარდნა არ ჰქონია.

კვარაცხელიას ჯერ გუნდთან კონტრაქტი აქვს, რა თქმა უნდა, გაუმჯობესება იქნება, დავილაპარაკებთ ხელმძღვანელობასთან. რასაც წერენ, ცრუ ინფორმაციებია, პირველი მე და ხვიჩამ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ არის სურვილი, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ მისი პირობების გასაუმჯობესებლად, როგორც გუნდის მხრიდან, ისე ჩვენი მხრიდან.

რაც შეეხება მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს, აზაროვი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ეს ბიჭები ეროვნულ ნაკრებში არიან; ბიჭები ყველანი მზად არიან, რომ ითამაშონ; ყველანი ნაკრებში მიდიან. ჩემი აზრით, ამ ევროპაზე ძალიან კარგად გამოვალთ, იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ნაკრები გვყავს, რადგან სათამაშო შესაძლებლობა აქვთ. გამოჩნდნენ მაგარი ფეხბურთელები, იგივე ივა გელაშვილი, “საბურთალოში” თამაშობს, ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ივა ამ ევროპის ჩემპიონატს მაგარ დონეზე ჩაატარებს და ისიც კარგ გუნდში მოხვდება. გელაშვილის გარდა, არიან კიდევ კარგი ბიჭები, იგივე მექვაბიშვილი, არ მინდა მოვყვე, რადგან ვიღაცას გული არ დასწყდეს. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩიხრაძის გამოჩენა, ბოლოს და ბოლოს საქართველოში გამოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა იცის. ბოლო პერიოდს ვიძახი, არ ვეხები არველაძეებს და კობიაშვილს და იქით. ბოლო პერიოდს ვიძახი, აშვეთიას წასვლის შემდეგ, სწორად რომ გამიგოთ, გოლის გამტანი ფორვარდი გვაკლდა, დიდი დონის გოლის გამტანი, კარზე რომ იყოს დაგეშილი, არაფრიდან მომენტს ნახულობდეს, ასეთია ჩიხრაძე”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
  • ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა
  • „ნუთუ სინდისი არ გაწუხებთ?… ჯეი დი ვენ­სი ცდე­ბა…“ – რას წერდა რომის ახალარჩეული პაპი აშშ-ის ლიდერების შესახებ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge