Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები… ამას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს” – პეტრე კოლხი ლომისობის მსხვერპლშეწირვის ტრადიციაზე

June 7, 2023
“ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები… ამას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს” – პეტრე კოლხი ლომისობის მსხვერპლშეწირვის ტრადიციაზე

დღეს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია ლო­მი­სო­ბას აღ­ნიშ­ნავს. ლო­მი­სო­ბა მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია. აღ­დგო­მი­დან მე-7 კვი­რას არაგ­ვი­სა და ქსნის ხე­ო­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. მისი სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცა­ვე­ბი­დან ერთი ქსნი­სა და არაგ­ვის წყალ­გამ­ყოფ ქედ­ზეა, ხოლო მე­ო­რე – სო­ფელ მლე­თა­ში. ამ დღეს მლე­თა­ში მლოც­ვე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ლო­მი­სა გზო­ვა­ნის წმი­და გი­ორ­გია, რო­მელ­საც ხო­რას­ნი­დან 7 ათა­სი ტყვე და­უხ­სნია და ხა­რის რქებ­ზე დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლა მლე­თის მთა­ზე. მას ევედ­რე­ბოდ­ნენ შვი­ლი­ე­რე­ბას, თვა­ლის სი­ნათ­ლეს, მი­წი­სა და სა­ქონ­ლის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას…

  • ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნულ პე­რი­ოდს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ამი­ტო­მაც მიმ­დი­ნა­რე­ობს წარ­მარ­თუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის ელე­მენ­ტე­ბით. ამ დღეს ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე რი­ტუ­ა­ლი აღეს­რუ­ლე­ბა – სის­ხლი­ა­ნი მსხვერ­პლშე­წირ­ვა, როცა მთი­უ­ლე­ბი ლო­მი­სას ცხვარ-ძრო­ხას სწი­რა­ვენ.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბაც კი გა­მო­იწ­ვია. კად­რებ­ში ჩანს, რომ რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა, ასე­ვე მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი მი­წა­ზე წვე­ბი­ან, მათ კი დოლ-გარ­მო­ნის მუ­სი­კის ფონ­ზე ზე­მო­დან ჯვრი­ა­ნი და ხა­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი უვ­ლი­ან.

ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მამა პეტ­რე კოლხს და­ვუ­კავ­შირ­დით. სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­დე­ოს ნახ­ვა ბო­ლომ­დე ვერ შეძ­ლო, რად­გან ბოლო დროს ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი სა­საკ­ლა­ოდ აქ­ცი­ეს და მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო მარ­თმა­დი­დებ­ლო­ბას­თან.

მამა პეტ­რე:

– პირ­ველ რიგ­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულს მი­ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ჩემ­თვის ეს ფაქ­ტი, მსგავ­სი ტი­პის ვი­დეო, რო­მე­ლიც სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ალ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე. აქამ­დე არ მი­ნა­ხავს, არც გავ­რცე­ლე­ბუ­ლა და ჩემი კო­მენ­ტა­რი ამ ვი­დე­ოს არ ეხე­ბა. ეს ვი­დეო არის შე­დე­გი იმ დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, რაც ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულს ამ ბოლო დროს, თით­ქოს არც გა­აჩ­ნია კავ­ში­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან. სა­საკ­ლა­ოდ აქ­ცი­ეს მთის ტრა­დი­ცი­ე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­თან სის­ხლის მდი­ნა­რე­ე­ბი დგას. ვერ გა­ვი­გეთ, რომ ღმერ­თს არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბა და ის არა­სო­დეს და­ა­გე­მოვ­ნებს მო­ხარ­შუ­ლი ცხვრის ხორცს. ტყუ­ი­ლად ნუ ვაბ­რა­ლებთ ღმერ­თს, რომ მას ვწი­რავთ მსხვერ­პლს. ღმერ­თმა სა­კუ­თა­რი თავი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის თვი­თონ გა­წი­რა, ამა­ზე უფრო დიდი მსხვერ­პლი არ არ­სე­ბობს.

"ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები... ამას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს" - პეტრე კოლხი ლომისობის მსხვერპლშეწირვის ტრადიციაზე

– ვი­დეო თუ ნა­ხეთ მა­მაო, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა?

– 2023 წელ­საც ვე­რაფ­რით გა­მო­ვაღ­წი­ეთ ძვე­ლი აღ­თქმი­დან, სიბ­ნე­ლი­დან და ფსკე­რი­დან, ვერ გა­და­ვი­ნაც­ვლეთ ახალ აღ­თქმა­ში. ის რაც ხდე­ბა ლო­მი­სო­ბის გარ­შე­მო, ეს არის ერის უდი­დე­სი ტრა­გე­დია, დეგ­რა­დი­რე­ბა, ჩემ­თვის რაც ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია, გა­მო­გი­ტყდე­ბით და ამ ვი­დე­ოს ბო­ლომ­დე არ ვუ­ყუ­რე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, არც მინ­და ბო­ლომ­დე ვნა­ხო. აქ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ფორ­თხვით მოძ­რა­ო­ბენ მო­ზარ­დე­ბი. ამ ბავ­შვე­ბის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას, ჩა­ნა­სახ­ში­ვე ამა­ხინ­ჯე­ბენ. უკვე ას­წავ­ლი­ან, რომ ეს მა­ხინ­ჯი წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მელ­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი გა­აჩ­ნია, თით­ქოს რე­ლი­გი­ის ნა­წი­ლია. ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვთქვათ, ვიყ­ვი­როთ, რომ ეს არ არის რე­ლი­გია. ეს არის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო ტრა­დი­ცია, რი­ტუ­ა­ლი, რო­მელ­საც სა­ეკ­ლე­სიო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო.

ჩვენ რომ არას­წო­რი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ, ყო­ველ­დღე ერ­თმა­ნეთს არ ვინ­დობთ, და­ნას ვუყ­რით, სი­ცო­ცხლეს ვუს­წრა­ფებთ. თით­ქოს მორ­წმუ­ნე­ე­ბი ვართ და რე­ლი­გი­ას ისე ვირ­გებთ, რო­გორც გვა­წყობს. კი­დევ უფრო დიდი გან­საც­დე­ლე­ბი რომ არ დაგ­ვა­ტყდეს თავს, გონს მო­ვე­გოთ. არა იმი­ტომ, რომ ღმერ­თს ადა­მი­ა­ნე­ბი გან­წი­რუ­ლი ჰყავს და სჯის, არა­მედ ჩვე­ნი არას­წო­რი ცხოვ­რე­ბით, რე­ლი­გი­ის არას­წო­რი მიდ­გო­მე­ბით, თა­ვად ვის­ჯით სა­კუ­თარ თავს. ვი­ღა­ცამ ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა თქვას, მაგ­რამ ვინ იტყვის ამას, რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ხე­ლებს ით­ბობს, მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე შე­იძ­ლე­ბა აგ­რო­ვებ­დეს კი­დეც იქ შე­მო­სულ თან­ხას და ცხვარ­საც. ეს არ არის სუ­ლი­ე­რე­ბა, ეს არის ფსი­ქი­კუ­რად აშ­ლი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

 

 

მე იმას კი არ ვამ­ბობ, რომ ლო­მი­სო­ბა არ აღ­ვნიშ­ნოთ, არა­მედ აღ­ვნიშ­ნოთ ეკ­ლე­სი­უ­რად, წირ­ვით, ლოც­ვით, აღ­სა­რე­ბით, სი­ნა­ნუ­ლი­თა და ზი­ა­რე­ბით. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ სის­ხლის მდი­ნა­რე­ე­ბი და­ვა­ყე­ნოთ, მუ­ცე­ლი ამო­ვი­ყო­როთ და მერე ერ­თმა­ნეთს ქვე­ბი და­ვუ­ში­ნოთ. ამა­ზე ყვე­ლა მე­დია უნდა წერ­დეს, აქე­დან იწყე­ბა ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი და­ცე­მა. რე­ლი­გი­უ­რი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფო­ნის შე­დე­გი არის ადა­მი­ა­ნის და­ცე­მა.

– მსხვერ­პლშე­წირ­ვა რამ­დე­ნად და­საშ­ვე­ბად მი­გაჩ­ნი­ათ, თუნ­დაც სხვა დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე?

– ქრის­ტე ამ­ბობს, წყა­ლო­ბა მნე­ბავს და არა მსხვერ­პლი. მე ნუ და­მი­ჯე­რე­ბენ, სა­ხა­რე­ბა გა­და­შა­ლონ, ოღონდ თხა და გი­გო­სა­ვით უკუღ­მა ნუ წა­ი­კი­თხა­ვენ. ღმერ­თი გვე­უბ­ნე­ბა, გული წმინ­და და­ბა­დე ჩემ­სა და ღმერ­თო და სული წრფე­ლი გან­მი­ახ­ლე გვამ­სა ჩემ­სა. ამა­ზე დიდი მსხვერ­პლშე­წირ­ვა არ არ­სე­ბობს, რო­დე­საც ღმერ­თს წი­რავ გული წმინ­და და სული წრფელს. ნუ და­ვა­მა­ხინ­ჯეთ რე­ლი­გია, ძველ აღ­თქმა­შიც არ ვართ, მგო­ნი ქვის ხა­ნა­ში ვართ. პა­ლე­ო­ლი­თის ეპო­ქას გა­ნიც­დის ქარ­თუ­ლი ერის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. არ მო­მე­რი­დე­ბა რომ ვთქვა, რომ ამა­ში ლო­მის წილი ეკ­ლე­სი­ას მი­უ­ძღვის, ძველ აღ­თქმა­ში ჩარ­ჩე­ნილ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს მა­რი­ო­ნე­ტე­ბად აქ­ცე­ვენ. ვინც უფრო დიდი წო­ნის ცხვარს შეს­წი­რავს ლო­მი­სის წმინ­და გი­ორ­გის, თით­ქოს ის უფრო დიდი მორ­წმუ­ნეა.

"ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ფორთხვით მოძრაობენ მოზარდები... ამას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს" - პეტრე კოლხი ლომისობის მსხვერპლშეწირვის ტრადიციაზე
ფოტო დათო ქო­რი­ძე

 

– ხში­რად გაბ­რა­ლე­ბენ, რომ თქვენ თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გაქვთ.

– ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რია, ახა­ლაღ­თქმი­სე­უ­ლი, ქრის­ტეს მო­ძღვრე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. დიახ, ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე იქ­ნე­ბა, რად­გან ქრის­ტე ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვეა. ქრის­ტემ მისი შო­ბით, მისი ჯვარ­ცმით, კარი მი­უ­ხუ­რა ძველ აღ­თქმას და ახალ აღ­თქმა­ში გად­მოგ­ვა­სახ­ლა. ვი­საც უნდა ამ სიბ­ნე­ლე­ში ყოფ­ნა და ტა­ლახ­ში ამო­გან­გლულ­მა იფორ­თხოს და ამას რე­ლი­გია უწო­დოს, დარ­ჩეს ფსკერ­ზე, მაგ­რამ მო­მა­ვალ თა­ო­ბას ნუ და­ვა­მა­ხინ­ჯებთ, მათი სული ფა­ქი­ზია. სა­ერ­თოდ არ მა­დარ­დებს რა წარ­მოდ­გე­ნა აქვთ ჩემ­ზე, იმი­ტომ რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ფერს წარ­მო­ად­გე­ნენ. ჩემი შვი­ლე­ბის თა­ო­ბას, ვის­თა­ნაც ხმა მი­მიწ­ვდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი მო­ძღვრე­ბით, სწავ­ლე­ბით, ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა, რომ ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მას­კა­რადს და­ამ­სგავ­სეს ადა­მი­ა­ნებ­მა.

ჩვენ თითს ვიშ­ვერთ ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის­კენ, თით­ქოს გაგ­ვრყვნეს მათ. ამა­ზე დიდი გარ­ყვნი­ლე­ბა რა შე­იძ­ლე­ბა იყოს, და­მა­ხინ­ჯე­ბულ რე­ლი­გი­ას რომ ქრის­ტეს მი­ვა­წერთ და ქრის­ტი­ა­ნო­ბას ვუ­წო­დებთ. სა­ნამ მარ­თლა ჩვენ­ზე ღვთის რის­ხვა მო­ი­წე­ვა, დავ­ფიქ­რდეთ, სა­ერ­თოდ ხომ არ ავ­ცდით ქრის­ტეს გზას, რა­საც ჩვენ მარ­თმა­დი­დებ­ლო­ბას ვუ­წო­დებთ, ცოტა წარ­მარ­თო­ბა ხომ არ არის.

 

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვს და ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
  • ღარიბაშვილის საქმე ევროპარლამენტის ანგარიშში
  • თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას პასუხობს – „ამ ოთხოქტომბრელს ვინმემ აუხსენით, რომ თავის პარტიას მიმართოს ხოლმე, დანარჩენებს მისი მოწოდებები წიხლზე გვკიდია“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge