Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ მოექცა 12 წლის ანის გარდაცვალება ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ინტერესის არეალში და რა უთხრა მოზარდის დედას ბიჭმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ეძებდნენ

May 24, 2023
რატომ მოექცა 12 წლის ანის გარდაცვალება ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ინტერესის არეალში და რა უთხრა მოზარდის დედას ბიჭმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ეძებდნენ

დიდ დიღომში 12 წლის შვილის გარდაცვალების საქმის მასალებზე წვდომა ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლმა 6 აპრილს, მას შემდეგ მოიპოვა, რაც პროკურატურამ ის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.

„რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა დედის კომენტარი სადაც ამბობს, რომ დაუკავშირდა ახალგაზრდა, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ამ საბაბით გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ მან საკუთარ სოციალურ ქსელში ორი ფოტო, რომელზეც ანის დედის თქმით, ის პირები იყვნენ აღბეჭდილები, რომლებსაც შესაძლოა, რაიმე ინფორმაცია ჰქონოდათ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე, რადგან ისინი გარე, სათვალთვალო კამერებმა სწორედ იმ ტერიტორიის სიახლოვეს დააფიქსირეს, სადაც უგონოდ მყოფი ანი იპოვეს.

სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ამ პირებს ეძებდნენ სამართალდამცველებიც. ფოტოების ქვეშ დაწერილი კომენტარების თანახმად, დიდ დიღომში, იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც ანი იპოვეს, რამდენიმე ხნის წინ, სამართალდამცველები მოსახლეობის გამოკითხვით ცდილობდნენ ფოტოზე აღბეჭდილი პირების ვინაობის დადგენას.

ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა თავად დაუკავშირდა ანის დედას:

„მითხრა, რომ ფოტოზე ნამდვილად ის იყო და იმ საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე, თუმცა, მას არანაირი ხმა არ გაუგია. მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი საეჭვო ხმა არ გაგვიგიაო. ოთხი მეგობარი იყო ერთად, ხმაურით მიდიოდნენ, მეგობარს აცილებდნენ“.

გარდა ამისა, რადიო თავისუფლება წერს, რომ ანი იანუშაიტიტეს ლიეტუვისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ამიტომ, ანის გარდაცვალების საქმე მაშინვე მოექცა ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ინტერესის არეალში.

ლიეტუვური მედია-პორტალის Delfi.lt-ის ინფორმაციით, ლიეტუვის გენერალური პროკურატურა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

პორტალმა ლიეტუვის გენერალური პროკურატურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ „ლიეტუვის მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, ლიეტუვის გენერალური პროკურორი, ნიდა გრუნსკენე დაუკავშირდა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და გამოძიების დეტალებით დაინტერესდა“.

მედია-პორტალის ცნობითვე, რომელიც ლიეტუვის პროკურატურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობა, „მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებმა გამოთქვეს გარკვეული ეჭვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა, ბავშვის ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე, დაუკავშირდა ლიეტუვის პროკურორს და მიმართა თხოვნით, რომ საქმეში ჩართულიყვნენ ლიეტუველი ექსპერტები“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ძვლები აქვთ ჩამსხვრეული“ – როგორია ხაშურში დაჭრილი 3 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
  • ავარია ბათუმი-სარფის გზაზე – არის მსხვერპლი
  • „ორივე ქვეყანას ვულოცავ საღი აზრის გამოყენებას“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge