გარდაბანში შვილმა მამა მოკლა – ახალსოფლის მოსახლეობა და გარდაცვლილი ოჯახი მძიმე ბრალდებით დაკავებული კაცის გათავისუფლებას ითხოვს.
ახალსოფელში ამბობენ, რომ 21 წლის ბიჭი იძულებული გახდა, რომ მამა სასიკვდილოდ გაემეტებინა, რადგან ის, მისი მცირეწლოვანი ძმაც და დედაც, მამის მხრიდან სისტემატიურად იყვნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.
„უნდა გაითვალისწინონ, რომ ბიჭმა ყველა გადაარჩინა ოჯახში და უნდა გამოუშვან. მძიმე დღეები ჰქონდა მამის ხელში გავლილი, იძულებული გახდა, გვეცოდება მთელს სოფელს და უნდა გამოუშვან”. – ამბობენ სოფელში.ჯერჯერობით, შვილის მიერ მოკლული კაცი პროზექტურიდან საცხოვრებელ; სახლში არ გადმოუსვენებიათ. ამ დრომდე ბრალის წარდგენას ელოდება, თავად დაკავებულიც. ის რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
