ნებისმიერ ადამიანს მოსდის შეცდომები. ხშირად ისინი დაბადების ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარეობს. სამყარო ბუმერანგის პრინციპით იმართება და არ არის გამორიცხული, ჩადენილი ცუდი საქციელი კოსმოსიდან უკან დაგიბრუნდეთ. ამიტომ, გადახედეთ თქვენს ზოდიაქოს და სასწრაფოდ გამოასწორეთ ის, რის გამოც წარუმატებლობის მსხვერპლი ხდებით.
ვერძი – ყოველთვის უკან უბრუნდება უტაქტობა და უხეშობა, რომელსაც ის სხვების მიმართ დაუფიქრებლად ავლენს. ეს მის ზოდიაქოს ნიშანს ახასიათებს, თუმცა, ამ თვისებების მართვა შესაძლებელია, მით უმეტეს, როცა იცით, რომ მას კოსმოსი ცუდად შემოგიტრიალებთ.
კურო – მიაჩნია, რომ საუკეთესო მეორე ნახევარია, ამიტომ არ უფრთხილდება ურთიერთობას და არ ცდილობს მის გამყარებას. შესაბამისად, ხშირად სტკივა გული სასიყვარულო ურთიერთობაში და ზოგ შემთხვევაში, მიტოვებულის პოზიციაშიც რჩება.
ტყუპები – იშვიათად აფასებენ ვინმეს ზრუნვას, ამიტომ მათ უმეტესობას ცხოვრების მარტოობაში გატარება უწევს. ასევე, ხშირად იციან სიტყვების გაუაზრებლად წამოსროლა, რაც არაერთი გულისტკენისა და კონფლიქტის მიზეზი ხდება. მას კოსმოსი როგორც დასჯას, ისე უბრუნებს.
კირჩხიბი – უყვარს მანიპულირება და შემოვლითი გზით სხვების მართვა, რომელიც უმადურობის სახით მათვე უბრუნდებათ. ისინი ტოვებენ საყვარელ ადამიანს მიზეზების ახსნის გარეშე და სამყარო ამასაც ხშირად უკან უბრუნებს, რის გამოც პირად ურთიერთობებში გაურკვეველ სიტუაციებში აღმოჩნდებიან ხოლმე.
ლომი – ღრმად აქვს გამჯდარი ეგოიზმი და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამიტომ, კოსმოსის მხრიდან, არაკეთილსინდისიერი, მლიქვნელი და ფარისეველი მეგობრებით ისჯება. რაც ხშირად გაღიზიანების, დეპრესიისა და კონფლიქტებში ჩართვის მიზეზი ხდება.
ქალწული – მუდმივად ელანდება, რომ ადამიანები მასზე ცუდს ლაპარაკობენ. ყოველთვის პესიმისტურადაა განწყობილი და რეალობაშიც იმავეს იზიდავს, რითიც გონება აქვს გადატვირთული. უმჯობესია, ოპტიმისტურად განეწყოთ და სამყაროც დაგაჯილდოებთ.
სასწორი – იშვიათად ცხოვრობს გეგმაზომიერად, ამიტომ მის ცხოვრებაში ხშირია ფინანსური პრობლემები. თუ დაგეგმავთ ნებისმიერ ქმედებას, საქმეს თუ ურთიერთობას, მაშინ, ყველა პრობლემა და ბარიერი ადვილად გადასალახი გახდება და ამაში კოსმოსური ძალები და ვარსკვლავების კეთილგანწყობაც დაგეხმარებათ.
მორიელი – მანიპულირებს იმ ადამიანების გრძნობებით, ვისაც ის ნამდვილად უყვარს. ამის გამო კი ხშირად ისჯება, რადგან მის სასიყვარულო-ინტიმურ სფეროში უფრო მოღალატეები ხვდებიან, რის გამოც განცდილით იტანჯება.
მშვილდოსანი – ეგოცენტრიკი და მორალისტი მშვილდოსანი, ხშირად აკრიტიკებს სხვას იმისთვის, რასაც თვითონ სჩადის. ამის გამო, მართალია, წვრილმანით, მაგრამ მაინც ისჯება. ძირითადად კი, ეს საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემებს ეხება.
თხის რქა – გადამეტებული სერიოზულობისა და სნობიზმის გამო თხის რქა არაერთგზის ვარდება გამოუვალ სიტუაციაში. მისი გადაკრული საუბარი, ხშირ შემთხვევაში, თანამოსაუბრის დაბნევას იწვევს და მისგან არაადეკვატური „თავდასხმის“ ობიექტი ხდება.
მერწყული – მერწყულს სხვების მართვა უყვარს, ოღონდ შეფარვით და დიპლომატიურად. თუმცა, ამის გამო ხშირად ისჯება ღალატით, მეგობრების, კოლეგებისა და საქმიანი პარტნიორების მხრიდან.
თევზები – თევზები თვითონვე სჯიან საკუთარ თავს იმით, რომ ილუზიებში ცხოვრობენ და ეშინიათ, თვალი გაუსწორონ ცხოვრებას. ამის გამო გარშემო მყოფები მათ არასერიოზულად აღიქვამენ და ხშირად გარიყული ადამიანის პოზიციაში ხვდებიან.
წყარო: თბილისელები
