8 მაისი
შეეცადეთ, ამ დღეს საკუთარ თავზე განსაკუთრებით იზრუნოთ და სხვების პრობლემები ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ. შესაძლოა, სულიერი სიცარიელე, დეპრესიისკენ მიდრეკილება იგრძნოთ და ჩათვალოთ, რომ არაფერი გამოგდით, მაგრამ რთული დღეები მალე დასრულდება და კვლავ იპოვით მოტივაციას. ნუ ჩაერთვებით კონფლიქტურ სიტუაციაში და ეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ და ის აკეთოთ, რაც ბედნიერებას განიჭებთ.
9 მაისი
ამ დღეს შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რისი შეცვლაც დიდი ხნის განმავლობაში გინდოდათ, მაგრამ ვერ ახერხებდით, დრო, ენერგია, შემართება არ გყოფნიდათ. განახლების სურვილს იგრძნობთ და შეძლებთ, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. მთავარია, ცვლილებების არ შეგეშინდეთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. შემდეგ აუცილებლად გადაუხდით სამყაროს მადლობას იმის გამო, რომ წარმატებისა და განვითარების შანსი მოგცათ.
10 მაისი
ეს დღე, შესაძლოა, შედარებით რთული აღმოჩნდეს და სევდა, უიმედობა იგრძნოთ. მთავარია, ამ მდგომარეობამ არ შეგიპყროთ. დაიწყეთ ფიქრი ყველა გამართლებაზე, იღბალსა და კარგ ამბავზე, გაიხსენეთ ყველა სიკეთე, საოცარი, თუნდაც ძალიან მცირე ისტორია, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მოხდა და ეს მოგცემთ შემართებას, რომ ისევ ხალისით განაგრძოთ ყოველდღიურობა და არასოდეს იფიქროთ დანებებაზე. რთული დღეები დასრულდება და მნიშვნელოვანი გაკვეთილის მიღებასაც შეძლებთ.
11 მაისი
თავისუფლად დაისახეთ ამბიციური მიზნები. ეს დღე საოცარ ენერგიასა და შემართებას გჩუქნით, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. სამყარო თქვენს ყველა წამოწყებას მხარს დაუჭერს და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევასაც შეძლებთ. დაიმახსოვრეთ ყველა იდეა, გეგმა, რაც ამ დღეში თავში მოგივათ. შესაძლოა, მომავალში ეს დიდი აღიარებისა და გამარჯვების საწინდარი გახდეს.
12 მაისი
ეს დღე მოლაპარაკებებისთვის იდეალურია. შესაძლოა, ის კონფლიქტები, რომლებიც გაწუხებთ, ისე მარტივად მოგვარდეს, რომ გაგიკვირდეთ. დაიწყეთ მოლაპარაკება, საკითხების გარკვევა და საბოლოოდ იმის გააზრება, თუ რა გსურთ, მომავალში განახორციელოთ.
13 მაისი
ამ დღეს იგრძნობთ, რომ ყველაფერი საოცრად მარტივად გამოგდით. ის საქმეები, რომლებიც ადრე გერთულებოდათ, ახლა უპრობლემოდ შესრულდება. დიდ ენერგიასა და შემართებას იგრძნობთ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრასაც შეძლებთ.
14 მაისი
ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ასტროლოგები ამბობენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება, რომელსაც აღნიშნულ დღეს განახორციელებთ, თქვენს კეთილდღეობაზე პირდაპირ გავლენას მოახდენს. ამიტომაც, კარგად დააკვირდით თითოეულ გადაწყვეტილებას და წინასწარ შეაფასეთ ის, რის გაკეთებასაც აპირებთ.
