საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი და საერთო რაოდენობა 98 781–ს შეადგენს. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 801 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 118 690-მდე გაიზარდა.
სულ გარდაცვლილია 1 124 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.