ახლახანს “მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის” ღვაწლმოსილი პედაგოგი გიორგი (ჟორა) ტურაბელიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“სასწავლებლის უფროს თაობის პედაგოგთა კიდევ ერთმა ღირსეულმა წარმომადგენელმა, ღვაწლმოსილმა ადამიანმა დაგვტოვა; 82 წლის ასაკში გარდაიცვალა გიორგი (ჟორა) ტურაბელიძე.
გიორგი ტურაბელიძემ ზოგადი და საშუალო პროფესიული განათლება ქუთაისში მიიღო, სამუსიკო სასწავლებელი კლარნეტის სპეციალობით დაამთავრა;
ჯერ კიდევ მოსწავლეობის წლებიდან, მუშაობა დაიწყო ლადო მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში ორკესტრის მსახიობად;
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამუსიკო სასწავლებელში, თბილისის სახ. კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალში, სადაც უფროსი პედაგოგის საქმიანობას უთავსებდა საორკესტრო საკრავების კათედრის გამგის მოვალეობას;
სხვადასხვა წლებში პედაგოგად მუშაობდა ქუთაისის მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში და N2 სამუსიკო სკოლაში.
ქუთაისში საოპერო თეატრის გახსნის დღიდან იყო ამავე თეატრის ორკესტრის მსახიობი. ის ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქუთაისის მუსიკალურ- კულტურულ ცხოვრებაში.
ბატონმა ჟორამ მუსიკოს-შემსრულებელთა თაობები აღზარდა, რომლებიც წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას ეწევიან.
მამის კვალს აგრძელებს მისი ვაჟი, შესანიშნავი მუსიკოსი, ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებული, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მსახიობი ირაკლი ტურაბელიძე, ხოლო ქალიშვილი ირინა სამუსიკო სასწავლებლის ფორტეპიანოს სპეციალობის პედაგოგია.
ვუთანაგრძნობთ და ვუსამძიმრებთ ბატონი ჟორას ოჯახს, ჩვენს კოლეგებს ირაკლის და ირინას; სამაგალითო იყო მათი მამა-შვილობა🙏💔
მადლობა ბატონო ჟორა თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის და ამაგისათვის. უფალმა ნათელი და მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს თქვენს სულს!🙏💔😪
—————————————–
დაკრძალვა ხუთშაბათს 27 აპრილს,
გსმოსვენება 14 საათზე,
მისამართი:
ქუთაისი ნიკეას ქN 58/70,
მე-4 სსდარბაზო, მე-4 სართული”
