მუსიკოსმა დათო ევგენიძემ თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა – დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.
დათო ევგენიძის მეუღლე ნინო ჟვანია, სოციალური ქსელით გიორგი მახარაშვილს და მის მეუღლეს ლელა მიქაძეს მადლობას უხდის და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
“ჩემო ლეკა და მახარა, თქვენ დათოს აჩუქეთ სიცოცხლე…. მე სიტყვები არ მყოფნის სიყვარულის და მადლიერების გამოსახატად…. თქვენ „არანორმალური“ ადამიანები ხართ ეს სასწაული, რომ გააკეთეთ, მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ…..“, – წერს ნინო ევგენიძე.
