Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმის სკვერი, რომლის გაკეთებაშიც მერიამ ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა, დაჭაობებულია

April 27, 2023
ბათუმის სკვერი, რომლის გაკეთებაშიც მერიამ ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა, დაჭაობებულია

ნახევარ მილიონზე მეტი, კონკრეტულად კი, 524 257 ლარი დახარჯა ბათუმის მერიამ ქალაქში ორი სკვერის კეთილმოსაწყობად, თუმცა ორივე სკვერი არათუ კეთილმოეწყო, არამედ აქ გავლაც პრობლემაა.

მაგალითად, თამარ მეფის 20-ში, „მეგრულ-ლაზურ“ რესტორანთან, სკვერში გადაადგილება რთულია, არათუ სეირნობა – სამუშაოები  დაუწყიათ, თუმცა არ დაუსრულებიათ: ფილები შადრევანთან დაუყრიათ, სასეირნო ბილიკების მოწყობაც შუა გზაში მიუტოვებიათ, დაჭაობებულია ადგილები, სადაც ახლა მწვანე საფარი უნდა იყოს…

სკვერი არ მოუწყვიათ არც რელიგიური მუზეუმის გვერდით – აქ ახალ სკვერში სეირნობა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.

რელიგიის მუზეუმთან არსებული სკვერი 327 655 ლარად უნდა მოეწყო კომპანია „ჯიზი გროუპს“, ვისთანაც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. თამარ მეფის 20-ში კი – 693 605 ლარად.

ორი სკვერის კეთილმოსაწყობად ხელშეკრულება 1 მილიონ 021 260 ლარზე გაფორმდა. ნახევარ მილიონზე მეტი – 524 267 ლარი კი, კომპანიისთვის უკვე გადახდილია.

„არის შემთხვევები, როცა სამუშაოები შეჩერებულია, ან მიმდინარეობს ნელი ტემპით,“ – აღნიშნულია გამაფრთხილებელ წერილში, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გაუგზავნა კომპანიას, როცა ის ვალდებულებებს არ ასრულებდა. ხელშეკრულება „ჯიზი გროუპთან“ 2022 წლის 23 თებერვალს შეწყვიტა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ.

ამ პერიოდში კომპანიას უკვე 78 155 ლარი პირგასამტეხლოს სახით ჰქონდა გადასახდელი.

გადაიხადა თუ არა პირგასამტეხლო სრულად კომპანიამ? რა თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს მერია კომპანიას? როგორ გაგრძელდა ამ სკვერების კეთილმოწყობის საქმე? – კითხვებით ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დავუკავშირდით. აქ „ბათუმელების“ კითხვები უპასუხოდ დატოვეს. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ, მაგალითად, იმის გასაგებად, გადაიხადა თუ არა პირგასამტეხლო კომპანიამ, რომელმაც ბათუმის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი წაიღო, საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ბათუმის სკვერი, რომლის გაკეთებაშიც მერიამ ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა, დაჭაობებულია

სკვერი, რომელიც ბათუმის მერიას უნდა აღედგინა – ბათუმი, თამარ მეფის ქუჩა#20

ბათუმის სკვერი, რომლის გაკეთებაშიც მერიამ ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა, დაჭაობებულია

ბათუმის სკვერი, რომლის გაკეთებაშიც მერიამ ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა, დაჭაობებულია

ბათუმის სკვერი, რომლის გაკეთებაშიც მერიამ ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა, დაჭაობებულია

 

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ისრაელი ემზადება, რომ ირანზე იერიშები განაახლოს, თუკი…“ – რას წერს უცხოური მედია?
  • გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი მოკლეს – დაკავებულია 1 პირი
  • სისხლიანი დაპირისპირება კახეთში – დაკავებულია ერთი პირი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge