Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნივთიერება, რომელიც სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს, სხვა ქვეყნებში არალეგალურია, ჩვენთან კი აფთიაქებში 9 ლარად იყიდება” – რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

April 17, 2023
“ნივთიერება, რომელიც სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს, სხვა ქვეყნებში არალეგალურია, ჩვენთან კი აფთიაქებში 9 ლარად იყიდება” – რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

“ფეისბუკის” მომხმარებელი სოციალური ქსელში საგანაშო ინფორმაციას ავრცელებს:

”ეს არის ის, რაზეც აქამდეც უნდა მესაუბრა, მაგრამ, მეშინოდა, გავურბოდი და თვალს არ ვუსწორებდი.
ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე მაქვს საუბარი, როგორიც არის პრიმიტიული და ინსტიქტური, მოთხოვნა ადამიანის, რის გარეშეც ვერ იფუნქციონირებს – სუნთქვა.
მე ზუსტად ვიცი რომ, ჩემნაირი პრობლემა ბევრს გაქვთ.
ნივთიერება, რომელიც, იწვევს სერიოზულ დამოკიდებულებას და მის გარეშე ვეღარ ვფუნქციონირებთ, სხვა ქვეყნებში არის – არალეგალური, ჩვენთან კი ეს ჩვეულებრივად, 9 ლარად იყიდება აფთიაქებში.
ნებისმიერი ცხვირის წვეთი – სნუპი, რინო მარისი და ა.შ – შეიცავს ქსილომეტაზოლინს, ზუსტად ეს ნივთიერება იწვევს სერიოზულ დამოკიდებულებას.
ვიცი ბევრი ამბობს რომ სადაცაა უნდა “გადააგდოს” და ცოტა ხანს აგდებს და მერე ისევ უბრუნდება.
“პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას ვითარდება მეორადი რინიტი, რომელიც მკურნალობის მიმართ მდგრადია (Rhinitis medicamentosa). პრეპარატის მოქმედება იწყება მისი მიღებიდან 5-10 წუთის შემდეგ და გრძელდება 5-6 საათის განმავლობაში, რის შედეგედაც სისხლძარღვების სპაზმი გრძელდება 8-12 საათის განმავლობაში.პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება (2 კვირაზე მეტ ხანს) იწვევს სისხლძარღვების მეორად გაფართოვებას და იატროგენული რინიტის (Rhinitis medicamentosa)”
უნდა დავძინო, რომ მე 10-11 წლის მანძილზე ვისხამდი,
ყ ო ვ ე ლ დ ღ ე, რამდენჯერმე დღეში. წლებთან ერთად, შესხმის დოზამ იმატა. როდესაც პარიზსში ვცხოვრობდი, მიმქონდა 20 ცალი სნუპი ხოლმე, ზამთარ – ზაფხულ, გასაკვირია, რომ კონტრაბანდაზე არ დამიჭირეს 5 წლის მანძილზე =))))))
მე ვიცოდი რომ ეს პრობლემა მქონდა.
ეს პრობლემა უფრო და უფრო რთულდება ასაკის მატებასთან ერთად.
იწყება გულის, სისხლძარღვების, წნევის პრობლემები,თავის ტკივილი, ძილიანობა, სისუსტე, ტაქიკარდია… (ადრენალინს შეიცავს ცხვირის წვეთი). ყოველ დღე რაღაც ასეთი ძლიერი ნივთიერების შესხმას – გვერდითი მოვლენები აუცილებლად ახლავს, თუმცა დროთა გამმავლობაში იჩენს თავს და ზუუსტად ეს არის საშიში.
25 წლის ასაკში ძალიან შემაწუხა არარეგულარულმა წნევებმა, გულის ფრიალმა ( რასაც რა თქმა
უნდა ხანდახან სხვა გამომწვევი მიზეზები აქვს ) თუმცა, ეს იყო ჩემს შემთხვევაში გაასმაგებული ცხვირის წვეთის გამო.
მე დამიდგინდა ნიჟარების ჰიპერტროფია – რაც ყველას დაუდგინდება ვინც ისხამს, თუმცა ამ
დიაგნოზით, ოპერაციის გარეშე, ნივთიერების “გადაგდების” შანსები არსებობს!
თუმცა მე ასევე აღმომაჩნდა გაღუნული ძგიდე.
ეს კი ნამდვილად საოპერაციოა, რადგან ადამიანის ტვინს და ყველა ორგანოს, ნორმალურად ძილს, ენერგიის ქონას, მოწესრიგებულ ნერვულ სისტემას – სჭირდება ნორმალური დოზით ჰაერი მიეწოდებოდეს – ეს საოცრად სუფთა ჰაერი, რომელიც გვაქვს ქალაქში =))))))
5 დღის წინ გავიკეთე ოპერაცია. საკმაოდ მეშინოდა. მეშინოდა რომ მომიწევდა ცოტა ხნით პირით სუნთქვა! ეს უდრიდა პარანოიას ჩემთვის!
კარგად მიმდინარეობს ჩემი ცხვირის რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა ეს 5 დღე რთული იყო და კიდევ იქნება ცოტა ხანს, თუმცა საკუთარ თავს ვაჩუქე სამომავლოდ გარანტირებული სუნთქვა.
მოკლედ, კიდევ უსასრულოდ შემიძლია ამ საკითხზე საუბარი და რომ აღარ გავაგრძელო,
წა დით ! თუ კი 10% ით მაინც გიჭირთ სუნთქვა, თუ კი ხმარობთ ცხვირის წვეთს და თუ კი ძგიდის პრობლემა
გაქვთ, დაუყოვნებლივ შეამოწმეთ!!!
შემიძლია დაგაკვალიანოთ ამ საკითხზე, შემეხმიანეთ.
შევმატოთ ცნობიერება ამ საკითხს ერთად, გთხოვთ გააზიაროთ.
პ.ს მე საერთოდ არ მეტყობოდა ვიზუალურად, გაღუნული ძგიდე.
გმადლობთ”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge