ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
„ისინი, ვინც ახალ წელს ელოდით, რომ ცხოვრება ახლიდან დაგეწყოთ, იცოდეთ, რომ ეს დღეს არის.მეშა საკრანტია – ტამილების, მარათჰების, ტელუგუს და ბევრი სხვა ინდოელი ხალხის ახალი წელი.ჩვენთვის კი ჯვარცმის დღეა.ცხოვრებაშიც ასეა. მაშინ როცა ჩვენ ჯვარს ვეცმით, ვიღაც ახალ წელს ზეიმობს და პირიქით.როცა ჯვარს ეცმით, როცა ტკივილები შუაზე გჭრით, ღმერთმა მაშინაც მოგცეთ ახლობელი ადამიანის სიხარულის გაზიარების ძალა და უნარი.დაე, ყოველ თქვენს ტკივილს განკურნება მოჰყვეს, როგორც ჯვარცმას მოსდევს აღდგომა.“