Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

🎥 „ტურისტი ქართულ ოჯახში მიდის, სადაც სუფრაზე მასპინძელი ღმერთის შექმნილ ბუნებას, მამულს ლოცავს და გარეთ ყველგან ნაგავი ყრია“

April 11, 2023
🎥 „ტურისტი ქართულ ოჯახში მიდის, სადაც სუფრაზე მასპინძელი ღმერთის შექმნილ ბუნებას, მამულს ლოცავს და გარეთ ყველგან ნაგავი ყრია“

მხატვარი, მეღვინე, რესტორატორი და ტუროპერატორი ჯონ ვურდემანი ამერიკელია, საქართველოში კი ბევრი წლის წინ ჩამოვიდა და მოქალაქეობაც მიიღო. ჯონ ვურდემანი რამდენიმე ტურისტული ობიექტის მფლობელია. მას ეკუთვნის სიღნაღში მდებარე რესტორანი “ხოხბის ცრემლები“ და “გიჟი ბროწეული“. მას ასევე ვენახები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვს და როგორც ის ამბობს, აქ წარმოებული ღვინო ევროპის 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვთ.

ჯონ ვურდემანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ტურისტები ძირითადად ევროპიდან აკითხავენ და რაც მათ საქართველოში არ მოსწონთ, დაბინძურებული ბუნება და ავტომანქანის მოძრაობის წესებია.

„მწყინს, ყველაფერი გვაქვს საქართველოში:ბუნება, ისტორია, ესთეტიკა და არ ვიყენებთ ისე კარგად როგორც შეგვიძლია. ადამიანი დაბნეულია, როცა თვითონ ვერ ცნობს საკუთარ თავს. ვერ გავიგებთ ჩვენს სტრატეგიას სანამ უკეთესად არ შევისწავლით საკუთარ უნიკალურობას და იმას თუ რით არის საქართველო განსხვავებული სხვისგან.

უცხოელმა მზარეულებმა უნიკალური კერძები გაიგეს საქართველოს დაკარგულ რეგიონებში ვიდრე თბილისელებმა – გარედან მოდიან და აინტერესებთ და ქექავენ, თბილისელს ჰქონია ყველაფერი იცის არადა სამწუხაროდ იშვიათია ვინმემ კარგად იცოდეს.

ტურისტები ვინც ჩამოდიან, საქართველოში არ მოსწონთ ავტომანქანის მოძრაობის წესები და ასევე ტურისტი ქართულ ოჯახში მიდის, სადაც სამი საათი ლოცავენ ღმერთის შექმნილ ბუნებას და მამულს და ქუჩაში გამოდიან და ყველგან ნაგავი ყრია“, – ამბობს ჯონ ვურდემანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • 14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • დღეს თამარობაა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge