Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მამა რომ მოზარდზე სექსუალურად ძალადობდა, ფაქტს მეორე შვილი უყურებდა” – შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები

April 7, 2023
“მამა რომ მოზარდზე სექსუალურად ძალადობდა, ფაქტს მეორე შვილი უყურებდა” – შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები

კახეთში, შვილის სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე კაცია დაკავებული.

“კურიერმა” გაარკვია, რომ დანაშაულს თვითმხილველიც ჰყავს – არასრულწლოვანი გოგონა, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ძალადობდა მამა მის დაზე. სოფელში ჰყვებიან, რომ დანაშაულს სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

საზარელი დანაშაულის შესახებ პოლიციას სკოლიდან აცნობეს, ეს მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა სკოლაში ამ დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი მოისმინა.

მომხდარზე ინფორმაცია აქვთ ადგილობრივებსაც.

“ვუკავშირდებოდი ყველა შემთხვევაში, როცა ბავშვი აცდენდა, უბრალოდ ხშირად ავადმყოფობდა. ვირუსები ემართებოდა. რაღაცა დაუზუსტებელი საუბარი იყო, რამაც მე გამიჩინა ეჭვი. იყო რაღაც ეჭვის დონეზე ინფორმაცია, შესაბამისად ჩემი მოვალეობა შევასრულე და მიმდინარეობს გამოძიება,” – აცხადებს სკოლის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

სოფელში, მამის მხრიდან 15 წლის შვილზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე რამდენიმე დღის წინ გაიგეს ადგილობრივებმა. მათ მეტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა “კურიერთან” საუბარში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მამის მხრიდან 15 წლის შვილის გაუპატიურების რამდენიმე ფაქტი ფიქსირდება, რის შესახებაც იცოდა დედამ და ოჯახის სხვა წევრებმაც, თუმცა ისინი ამ შემთხვევაში დუმილს ამჯობინებდნენ.

ფაქტი კი მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც მომხდარის შესახებ დაზარალებული გოგონას სკოლაში შეიტყვეს. ყველა შესაბამის უწყებას სწორედ სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა, რომ 15 წლის გოგოზე სავარაუდოდ მამა სექსუალურად ძალადობდა, ამის შემდეგ უკვე საქმეში პოლიცია ჩაერთო.

“გაუუპატიურებია თავისი შვილი. ცოლი ყოფილა გურჯაანში საავადმყოფოში, ბავშვი ჰყოლია იქა და ამ კაცს უძალადნია. მეორე დაც ყოფილა იქ ოჯახში და უყურებია, რომ აუპატიურებდა. გამოვიდა მერე ეგეთი ამბავი. რომ გაიგეს დაიჭირეს, წაიყვანეს ეს კაცი. ის გოგო კიდევ საავადმყოფოში წევს,” – ამბობს ადგილობრივი.

დღეს კახეთში გაუპატიურების კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი გამოვლინდა. ამ შემთხვევაში 14 წლის მოზარდი გოგონა სექსუალურ ძალადობაში მამინაცვალს ადანაშაულებს. სავარაუდო ძალადობის ფაქტი სამართალდამცველებს გოგონას მეგობარმა ბიჭმა შეატყობინა.

დაზარალებული ორი წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მასზე საკუთარ ოჯახში დაბრუნების შემდეგ იძალადეს. მოზარდის დედა “კურიერს” უყვება, რომ ქმრის მხრიდან საეჭვო ქმედება მას არასდროს შეუნიშნავს. ფაქტის შესახებ კი თავადაც პოლიციისგან შეიტყო.

დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის ბრალით ორი მამაკაცი უკვე დაკავებულია. თავად მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს და მკურნალობის კურსები დაუნიშნეს, მათ შორის, ფსიქოლოგიურიც. დაკავებულებს ბრალი უკვე დაუზუსტდათ, აღკვეთ ღონისძიებად კი პატიმრობა განესაზღვრათ. წინასასამართლო სხდომის შემდეგ ორივე საქმე არსებით განხილვაზე გადავა.

წყარო: რუსთავი2

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • 14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • დღეს თამარობაა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge