უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის რუსე-უკრაინის ფრონტზე დაღუპულ ქართველ მეომრებს ეხება.
„ბევრი მეკითხება და აქ დავწერ, მაპატიეთ სულ ჭირისუფალი რომ ვარ. დათო ქუჩუკიანის ცხედარს ხვალ ხარკოვიდან გადმოასვენებენ კიევში. ეს დამოკიდებულია ხარკოვის პროზექტურაზე და თუ ადრე მოხდა გამომგზავრება ზეგ კიევის ვლადიმირის ტაძარში ჩატარდება პანაშვიდი. შემდეგ გეტყვით ზუსტ თარიღს საქართველოში ჩამოსვებიბისას . ვწუხვარ და მიჭირს ეს ყველაფერი. გმირები არ კვდებიან. კვდებიან ქვეყნის მოღალატეები . ვაი მათ ვინც ცოცხალია და მკვდარი. დათო სულ ცოცხალი იქნება“ , – წერს ის.
