მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა, საზოგადოებას დააინტერესა, კიდევ ვისთან ჰქონდა გახარიას კონტაქტი საარჩევნოდ და კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა მთავრობის წევრების დაინფიცირებას.
ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, როგორ მოხდა პრემიერის დაინფიცირება და ბოლოს ვისთან ჰქონდა მას კონტაქტი.
კითხვაზე, ხომ არ შეხვედრია საარჩევნოდ პრემიერი ბიძინა ივანიშვილს, მაია ცქიტიშვილი პასუხობს:
„შაბათს, არჩევნების დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ მან საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. დილით ჰქონდა კონტაქტი თავის დაცვის წევრთან. მათ ერთად იმგზავრეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა სისტემური ტესტის პროცესში, რომ დაცვის წევრი ინფიცირებული იყო, შესაბამისად ბატონი გიორგი მაშინვე გადავიდა თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მას არ ჰქონდა შეხება არც ბატონ ბიძინასთან და არც სხვა წევრებთან“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ გიორგი გახარიას და ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტუდათ. ეკონომიკის და განათლების მინისტრები კი თვითიზოლაციაში არიან.