Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სპეცოპერაციებს დგამენ, თითქოს მე გატაცებული ვიყო და სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს დიმიტრი ჩიქოვანს” – რას წერს თათია სამხარაძე შალვა რამიშვილზე?

March 25, 2023
“სპეცოპერაციებს დგამენ, თითქოს მე გატაცებული ვიყო და სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს დიმიტრი ჩიქოვანს” – რას წერს თათია სამხარაძე შალვა რამიშვილზე?

ჟურნალისტი და აქტივისტი თათია სამხარაძე მისი გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. სამხარაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვან­მა ის გუშინ ღამით გაიტაცა.

“ვინც Formula • ფორმულას ანონსი ნახეთ ყველამ იცით, რომ დღეს საღამოს, ექსკლუზიურად მოპოვებულ სექსუალური შევიწროვების ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, რომელიც ყოჩაღმა Anania Gachechiladzeმ ჩაწერა, რათა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა შალვა რამიშვილის მოძალადე სახე! მადლობა, ანანიას ასეთი გამბედაობისთვის. ✊🏻
ფართო საზოგადოება კიდევ ერთ მტკიცებულებას მოისმენს დღეს, რომ შალვა რამიშვილი ნამდვილად არის სექსუალურად მოძალადე, სასამართლოში ორჯერ გამტყუნებულო მანიაკი. მის ”კასტინგებზე” ასობით ქალი მაინც არის ნამყოფი, რომელმაც სხვადასხვა ინტენსივობის სექსუალური ძალადობა განიცადა. ვიცი, რომ ბევრი სოციო-პოლიტიკური მიზეზით ისინი ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ. ჩემი სტატუსის მიზანი, რომლითაც მე ახალგაზრდებს მივმართე, სწორედ სხვა ქალების დაცვა და გაფრთხილება იყო, რომ შალვა რამიშვილს სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ თქვენ და თქვენი შვილები.
სამწუხაროდ, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ ამ სერიული დანაშაულებებით, რომელსაც წლებია ჩადის შალვა რამიშვილი ქალების წინააღმდეგ, პოსტივისთან ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, Dimitri Chikovaniს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს.
მივმართავ ქართული ოცნება / Georgian Dreamს, თქვენ სახეს დღეს წარმოადგენს შანტაჟისტი სექსუალური მანიაკი. ხოლო თქვენი უსაფრთხოების სამსახურები უნისონში მოქმედებენ პოსტივის ჟურნალიატებთან ერთად, რათა შეაშინონ და გააჩუმონ მსხვერპლი ქალები.
სიმართლე მარტივია: პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ქალთა ხმები საკუთარი უფლებების დასაცავად ორკესტრირებული და დაფინანსებული იყოს დავით კეზერაშვილის მიერ.
მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა მე არ ვყოფილვარ ქალების უფლებებით და ტრავმებით მოვაჭრე. ჩემი ასეთი ბინძური მეთოდებით დისკრედიტაცია არის ცილისწამების უმახინჯესი პრაქტიკა. მსურს დავიცვა ჩემი პატივი და ღირსება, თუმცა არ ვენდობი ქართული ოცნების სამართალაღსრულების არც ერთ შტოს, რომელიც სიამის ტყუპივით არის შეზრდილი რუსული ხელისუფლების მანკიერ ინტერესებთან — დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა. განვითარებული მოვლენების გაანალიზების შედეგად ვგრძნობ და ვშიშობ, რომ ჩემი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა საქართველოში საფრთხეშია.
პ.ს. ძვირფასო მედიებო, ამ ეტაპზე გავდივარ კონსულტაციებს ჩემს ადვოკატებთან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. სანამ ყველა დეტალს არ გავივლი, მანამდე ვერანაირ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ. დამატებით დეტალებს აუცილებლად გაგაგებინეთ უახლოეს დღეებში.
მანამდე ყველას გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ქალებს და მოუყევით ყველას ვისაც იცნობთ, თუ რა ჯოჯოხეთის გავლა უწევთ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქალ მსხვერპლებსა თუ აქტივისტებს” -წერს თათია სამხარაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მათი დაკავებისა და პატიმრობის უფლებამოსილება დაუყოვნებლივ გაიცა!“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მიმართვას ავრცელებს
  • „ეს ადამიანები უკვე ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს და რწმენას… გარუსება სხვა კი არაფერია“ – რას წერს სალომე ზურაბიშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge