ორივემ თავი ჩამოიხრჩო… ვაჟა ჯიქური და მიშო ჯიქური ერთი 17 წლის იყო მეორეე აგვისტოში გახდა 16 წლიის… გული მაქვს გახეთქვაას…
ვეღარ გაუძელიი ძამიკოს გარეშე ყოფნაას ჩემო მიშოო რა მწარე ხართ ორივეე ძმებიიი ბიჭოოო რატომ რატომ… მტკივა გული მტკივააა ჩემო სიცოცხლით გაუმაძღარო ვაჟკაცებოო
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გქმოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს იტალიაში ელენე კაპანაძეს. ღმერთმა ნათელში ამყოფოთ მათი ლამაზი სულები.
დედააამ ჩამოხსნააა ორივეე ძმაააა თოკიდააან დედაააამ უბერააა პირშიი სულიიი მომაკვდავ შვილს წუხელის რომელიც ჯერ კიდეევ ცოცხალი იყოოო…
თქვენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… თქვენ, თქვენ რატომ არ შეგებრალეთ…
ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია… თხოვნა იგივე… ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უთქვენოდ…
დრო ნელია, ალბათ, არც მიდის…
ცრემლები? _ ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი… ”
თქვენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და თქვენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა…
იძინეთ მშვიდად თქვენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ყოველთვის გვემახსოვრება თქვენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ… მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ თქვენ გევლებათ თავს, გჯეროდეთ, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, თქვენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩებით, მოგონებად გადაქცეული. ნეტავი გვყოლოდით, ცოცხალი გვყოლოდით, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი თქვენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდით ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდეთ, ყოფილიყავით ამ ქვეყნად და გაგეხარათ, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს თქვენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და თქვენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ძმები, კვლავაც 16 და 17 წლის იქნებით…
ყველგან გვესმის თქვენი ფეხის ხმა და თქვენი ჩურჩული და ჩვენი თვალებიც ვერ გადაეჩვია თქვენს ლოდინს. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ თქვენ არ იფიქროთ, სიკვდილი შეძლებს თქვენდამი სიყვარულის განელებას. თქვენ მაინც ჩვენთან ხართ და ჩვენს გულებში აგრძელებთ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავები ხართ…