Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება? – დანიშნავს თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილის ნაცვლად პრემიერად თავისივე ადვოკატს

March 15, 2023
მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება? – დანიშნავს თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილის ნაცვლად პრემიერად თავისივე ადვოკატს

12 მარტს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ვიქ­ტორ ყი­ფი­ან­მა სომ­ხურ მე­დი­ას ერ­თობ სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რო­მელ­შიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გა­აკ­რი­ტი­კა და პირ­და­პირ თქვა, რომ მან გუნდს პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა. ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კო­ბა­ხი­ძის რი­ტო­რი­კა და არა­კო­რექ­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმას ჰგავ­და. მი­სი­ვე თქმით, “ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პრო­ცე­სებ­მა ქვე­ყა­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი და დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა“. ინ­ტერ­ვი­უ­ში რეს­პონ­დენ­ტი ე.წ. გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის კა­ნონ­საც შე­ე­ხო და გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცო­და ამ კა­ნო­ნით რა შე­დე­გიც დად­გე­ბო­და, ისიც, ამ კა­ნო­ნის მი­მართ რა რე­აქ­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს, მას აფრ­თხი­ლებ­დნენ, მაგ­რამ რის­კე­ბი ვერ გათ­ვა­ლეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი მო­ა­დუ­ნა… ახლა “ოც­ნე­ბის“ მხრი­დან სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ თა­ვის დრო­ზე არ მოხ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მი­რე­ბა კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის უად­გი­ლო, რად­გან ყვე­ლამ კარ­გად იცო­და კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­აქ­ცი­ე­ბი და მმარ­თველ გუნდს ჰქონ­და სა­თა­ნა­დო დრო იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა“, – თქვა ყი­ფი­ან­მა და იქვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც გა­აკ­რი­ტი­კა:

“ბოლო დროს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ნებ­სით ან უნებ­ლი­ედ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბის მძევ­ლად გა­და­იქ­ცნენ, ისი­ნი არი­ან აფი­ლი­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ყუ­რა­დღე­ბა მო­ა­დუ­ნა და კონ­ტრო­ლი და­კარ­გა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი საქ­მეა აკონ­ტრო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და რო­გორც ჩანს, ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზღვარს გა­დას­ცდა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბრა­ლია, რო­მელ­მაც ბოლო პე­რი­ოდ­ში ყუ­რად­რე­ბა მო­ა­დუ­ნა“.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი და მისი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა დაც­ვე­ლია, ბევ­რმა ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი “ოც­ნე­ბის“ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ლი­დე­რე­ბის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ჩე­ნის ტოლ­ფა­სად მი­იჩ­ნია.

გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შეც­ვა­ლას გეგ­მავ­დეს. სწო­რედ მის ერთ-ერთ შე­საძ­ლო შემ­ცვლე­ლად სა­ხელ­დე­ბა ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი. ამ ლო­გი­კას თუ მივ­ყვე­ბით, ყი­ფი­ა­ნის მხრი­დან ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ქარ­ცე­ცხლში გა­ტა­რე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, იმას ნიშ­ნავ­დეს, რომ ისიც და­ემ­შვი­დო­ბოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის პოსტს და ახლო მო­მა­ვალ­ში გა­და­ხა­ლი­სე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დი მი­ვი­ღოთ.

პარ­ლა­მენ­ტა­რი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე ამ­ბობს, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, შე­საძ­ლოა, ყი­ფი­ა­ნით ან პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რით, კახა კუ­ჭა­ვა­თი ჩა­ა­ნაც­ვლონ. ის არც შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის შეც­ვლას გა­მო­რი­ცხავს და ამ­ბობს, რომ პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე შე­იძ­ლე­ბა და­ვით სერ­გე­ენ­კო გახ­დეს.

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნის გაპ­რე­მი­ე­რე­ბას, თუმ­ცა პრობ­ლე­მას სის­ტე­მა­ში ხე­დავს და ამ­ბობს, რომ როცა სის­ტე­მა მან­კი­ე­რია, ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბის ადა­მი­ა­ნიც კი შე­იძ­ლე­ბა გა­ფუჭ­დეს და სის­ტე­მუ­რად არც არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლოს.

მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება? - დანიშნავს თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილის ნაცვლად პრემიერად თავისივე ადვოკატს

“ჩვენ თუ პი­როვ­ნუ­ლად შე­ვა­და­რებთ ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და ყი­ფი­ანს, რო­გორც ცა და დე­და­მი­წა, ისე გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რბი­ლად რომ ვთქვათ, საკ­მა­ოდ მწი­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ადა­მი­ა­ნია. ვიქ­ტორ ყი­ფი­ანს, ჩანს, რომ გარ­კვე­უ­ლი კლა­სი აქვს – გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, და­ლა­გე­ბუ­ლი, ზო­მი­ე­რია და, ბუ­ნებ­რი­ვია, ის ბევ­რად უკე­თე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე – ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ როცა სის­ტე­მა მან­კი­ე­რია, ასე­თი მო­ნა­ცე­მე­ბის ადა­მი­ა­ნიც კი შე­იძ­ლე­ბა გა­ფუჭ­დეს და სის­ტე­მუ­რად არც არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლოს. ორი ირაკ­ლი აქამ­დეც და­მო­უ­კი­დებ­ლად არ მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ანს აქვს იმის კომ­ფორ­ტი, ვინც უნდა ამო­თხა­როს და ჩარ­გოს, სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ბა­ზარ­ზე სხვა­დას­ხვა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჩნდე­ბა და რაც ჩნდე­ბა, იმით ანაც­ვლებს – თუ სჭირ­დე­ბა, ასე­თი ხის­ტი, ჯი­ქუ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი, მერე თუ დას­ჭირ­დე­ბა – მო­ზო­მი­ლი და ა.შ. ივა­ნიშ­ვი­ლი ასე ცვლი­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებს, სულ სხვა­დას­ხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტის და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყავს მოყ­ვა­ნი­ლი პრე­მი­ე­რე­ბად იმის­და მი­ხედ­ვით, იმ დრო­ი­სათ­ვის რო­გო­რი სჭირ­დე­ბო­და. ინ­ტერ­ვი­უ­ში და­სავ­ლე­თის­კენ სწო­რე­ბა მა­ინც და მა­ინც ყი­ფი­ან­შიც ვერ და­ვი­ნა­ხე, ის უფრო ლა­ვი­რე­ბის და ბა­ლან­სე­ბის თე­ო­რი­ას ავი­თა­რებს და ჩვენ კი­დევ არ ვი­ცით, რა კურ­სზეა ლა­პა­რა­კი. ერ­თა­დერ­თი რა­ღაც შე­მიძ­ლია ვთქვა – მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყი­ფი­ა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლია, მი­მაჩ­ნია, რომ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის შვე­ი­ცა­რი­ა­ში დაც­ვის სტრა­ტე­გია აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ტას­ტრო­ფუ­ლია. არ ვიცი, რო­გო­რი იყო მისი როლი ამ ტაქ­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. ასე რომ, მთლად ისე ვარ­დის­ფერ ფე­რებ­ში არ შევ­ხე­დავ­დი ამ ყვე­ლა­ფერს. როცა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან შეხ­ვედ­რა იყო, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდე­ბო­და კი­თხვე­ბი, რა­ტომ ეს­წრე­ბო­და მას ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი. რა­ღაც ლო­გი­კა არის ამა­ში, რომ მას თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ამ­ზა­დებს, მაგ­რამ რა­შიც ლო­გი­კაა, ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლო­ბად რომ ჩავ­თვა­ლოთ, ესეც არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი. სჯობს და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნებს და რაც იქ­ნე­ბა, ის იქ­ნე­ბა“.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და აზ­რის გამ­ხმო­ვა­ნებ­ლად მო­ი­აზ­რე­ბა, ინ­ტერ­ვი­უს ქვე­ტექ­სტში თით­ქოს მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­ხა­ლი­სე­ბა იკი­თხე­ბა, რა­საც პო­ლი­ტო­ლო­გი არ გა­მო­რი­ცხავს და ფიქ­რობს, რომ “თუ ჩა­რე­ცხვაა, ორი­ვე ირაკ­ლი ერ­თად ჩა­ი­რე­ცხე­ბა“. მას არც იმის იმე­დი აქვს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კას შეც­ვლის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­კენ შე­მობ­რუნ­დე­ბა.

“გა­აჩ­ნია, რა პო­ლი­ტი­კას აირ­ჩე­ვენ, ჩვენ ესეც არ ვი­ცით. ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა შეც­ვა­ლოს და შე­არ­ბი­ლოს იმი­ტომ, რომ მის­თვის სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა არის ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი. მე პი­რი­ქით მგო­ნია, რომ ის რე­ვან­შის­თვის ემ­ზა­დე­ბა და შავ სა­მუ­შა­ოს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხე­ლით შე­ას­რუ­ლებს და მერე შეც­ვლის მას, თუ რას იზამს, ეს უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კის სა­კი­თხია. რა­ღაც, ეჭვი მე­პა­რე­ბა იმა­ში, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კას შე­არ­ბი­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­კენ შე­მოტ­რი­ალ­დე­ბა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ლა­მა­ზოს, რა­ღაც კო­რექ­ტი­რე­ბა ხდე­ბა… ჩვე­ნი ამო­ცა­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლა ხომ არ არის, არა­მედ სის­ტე­მის ცვლაა. ჭკვი­ა­ნი ხე­ლი­სუ­ფა­ლი ბრიყვს ყო­ველ­თვის სჯობს, შე­იძ­ლე­ბა კარ­გი არა­ფე­რი გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ ბევ­რსაც არ გა­ა­ფუ­ჭებს. ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ამო­დი­ო­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და ინ­ტე­რე­სე­ბი­დან, ის ამას არც არას­დროს მა­ლავ­და. შე­საძ­ლოა, მარ­თლაც ვი­ხი­ლოთ გუნ­დის გა­და­ხა­ლი­სე­ბა. ამ ორი ირაკ­ლის ხელ­ში, ქვეყ­ნის სა­და­ვე­ე­ბი ხელ­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი ასან­თია და რო­დის სად გა­ა­ჩე­ნენ ცე­ცხლს, ვერ გა­ი­გებ. ვფიქ­რობ, თუ ჩა­ი­რე­ცხე­ბი­ან, ირაკ­ლე­ბი ერ­თად ჩა­ი­რე­ცხე­ბი­ან“, – ამ­ბობს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

  • ვინ არის ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი?

ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი და­ი­ბა­და 1971 წელს.

და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტე­ტი სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით 1993 წელს; 1995-1996 წლებ­ში იყო ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს სტი­პენ­დი­ან­ტი, მო­ი­პო­ვა სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი (ექ­სე­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი), ხოლო 2001 წელს ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რან­ტუ­რის ხა­რის­ხი (ვა­შინგტო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი).

მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება? - დანიშნავს თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილის ნაცვლად პრემიერად თავისივე ადვოკატს

1993-1995 წლებ­ში მუ­შა­ობ­და კონ­სულ­ტან­ტად სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში და ითავ­სებ­და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის ფუნ­ქცი­ებს, ხოლო 1995-1996 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, პირ­ვე­ლი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. 1996 წლის ნო­ემ­ბერ­ში პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და­ა­ფუძნა იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მა “მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ყი­ფი­ა­ნი, ძი­ძი­გუ­რი”.

მისი ინ­ტე­რე­სის სფე­როს წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბა, მმარ­თვე­ლო­ბა, გლო­ბა­ლუ­რი წეს­რი­გი, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის მიმ­დე­ბა­რე რე­გი­ონ­ზე ზე­გავ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კა.

ანა­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია იუ­რი­დი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით – იგი თბი­ლის­ში მოქ­მე­დი იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მის, “ემ ქეი დი“-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და უფ­რო­სი პარტნი­ო­რია. მისი იუ­რი­დი­უ­ლი პრაქ­ტი­კა მო­ი­ცავს სა­მე­წარ­მეო და სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო სა­მარ­თლის, საპ­რო­ექ­ტო ფი­ნან­სი­რე­ბის, კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის, სა­ბან­კო, ენერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის, ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და სა­კორ­პო­რა­ციო სა­მარ­თლის სფე­რო­ებს.

დღეს ანა­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჯე­ო­ქე­ი­სის“ თავ­მჯდო­მა­რეა.

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს
  • საბანკო სესხებზე ცვლილებაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს
  • 15 წლის გოგო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა – ტრაგედია ოჩამჩირეში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge