ბლოგერი გივიკო დიდია:
“ჩემი რჩეული სურათია
ნათი
მთელი ბაღნობა ბებიეს ლოგინში გავატარე . სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი . როცა არ მეძინებოდა , მის ხელებს ვეფერებოდი და ბევრჯერ მოყოლილ ზღაპარს ისე მიყვებოდა , თითქოს პირველად ყვებაო . მეც ისე გავიტრუნებოდი , ვითომ პირველად ვისმენდი . ბოლოს ვეუბნებოდი , მაი ზღაპარი ვიცოდი-თქო და მებუტებოდა აბა რას მაქაქანე ამდენ ხანსო . ვეუბნებოდი , შენნაირი სიბერე მინდა მქონდეს-თქო . შენ რომ მიყვარხარ , ისე მინდა ვუყვარდე ჩემ შვილიშვილებს-თქო . გეიცინებდა და მეტყოდა – “ ჩემს ასაკამდე ბედნიერად გაგეტარებინოს ცხოვრება ნენა “
პ.ს თუ ვინმე მკითხავს , რა არის სიყვარული , აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა , რომ ის მიხვდება პასუხს . კიდევ იმასაც მიხვდება , რა თბილი , გემრიელი და შეუცვლელია ბებიეს კალთა . გაუფრთხილდით ბებიას და ბაბუას სანამ გყავთ , ისინი ჩვენით ცოცხლობენ.”

