ამ ყველაფერმა უკვე იმ კულმინაციას მიაღწია, როდესაც ხალხი აცხადებს: არა პოლიტიკას! არა მთელ მთავრობას! არა ოპოზიციას! – ლელა კაკულიას 10 წლის წინანდელი ნათქვამი და დღევანდელი რეალობა:
“ახალი სიტყვა: მოდიან აბსოლუტურად სხვა პოლიტიკოსები, სხვა მინისტრები, სხვა მთავრობა. ამ ყველაფერს შეცვლის ერთი კაცი…
(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 75)
2013 წელი, 22 აპრილი, 18:55 სთ.
რუსეთში მოულოდნელად ჩნდება, ასე ვთქვათ, მესამე ძალა. ეს მოხდება ძალიან მოულოდნელად, მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი თავისი პარტიის გარდაქმნაშია და სახელწოდებასაც კი უცვლის. აი, ზუსტად ამ დროს წამოვა ახალი ოპოზიციური ძალა. თვით დღევანდელ ოპოზიციასაც კი გაუკვირდება. ეს ძალა შექმნეს რუსეთის მილიონერებმა, რომელთაგან ზოგი საზღვარგარეთ მოღვაწეობს. სხვათა შორის, ეს გეგმა დიდი ხანია, რაც მზადდება და ძალიან ნაცნობ სახეებს ვიხილავთ რუსულ დიდ პოლიტიკაში.
ეს არის ძალა, რომელსაც კრემლის ბინადარნი არ ელიან და ვერც წარმოიდგენენ. რატომ აღშფოთდებიან? იმიტომ, რომ ეს მართლაც ის დიდი, რეალური ძალაა, რომელსაც შეუძლია დარტყმა მიაყენოს და დაშალოს კრემლის მთავრობა პრეზიდენტთან ერთად. ამ დროს მთავრობას მოუწევს მოქმედება კანონის დაცვით. არ გამოუვათ ის ტერორისტული მიდგომები, რასაც ძველი ოპოზიციის მიმართ ანხორციელებდნენ. ხალხს გული მიეცემა. შიში სადღაც ქრება. მთელი რუსეთი გარეთ გამოვა, ვინაიდან დღეს რუსეთი რუსეთს არ ჰგავს. რუსები გარბიან და სხვა ეროვნების ხალხი მართავს, ფაქტობრივად, პარლამენტსაც და მთავრობასაც.
ჰოდა, ეს მესამე ძალა მოდის ცეცხლითა და მახვილით. საგარეო ურთიერთობები მათ პირველ ეტაპზე არ დააინტერესებთ, ვინაიდან უამრავი შიდაპრობლემა აქვთ. ზუსტად საგარეო პოლიტიკამ დაღუპა რუსეთი დღეს, რასაც ვერ გრძნობენ. სხვისი მიწებისკენ უჭირავთ თვალი და თავისას კი კარგავენ. ამიტომ ამ მესამე ძალის ყველა მოქმედება გამართლებულია კოსმოსში.
საქართველოსადმი ბოროტი დამოკიდებულება განსაკუთრებით მიუბრუნდება რუსეთს უკან უზარმაზარი უარყოფითი ენერგიით. მე უამრავჯერ მაქვს ნათქვამი და დაწერილი, რომ ერთმორწმუნე საქართველოსთან ბრძოლას ღმერთი არ აპატიებს რუსეთს-მეთქი. საქართველო მაინც გამარჯვებული გამოვა ამ ბრძოლიდან.
თუმცა დღეს საქართველოსაც უჭირს. დღევანდელი მდგომარეობა, პოლიტიკური ვითარება საქართველოში „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების“ მსგავსია. ნელ-ნელა ყველაფერი ირევა და როგორც რამდენიმე წლის წინ ვთქვი, მოდის მესამე ძალა, „გიორგი ბრწყინვალე“ თავისი ამალით.
მე დროს არ ვხედავ, მაგრამ ახლა ვიტყვი იმას, რაც არასდროს დამიწერია: კოსმოსს ვთხოვ, დააჩქაროს ყველაფერი!!! ეს იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ქვეყანა და ჩემი საყვარელი ქართველები დიდი ხანია, მართლა დაიღალნენ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერმა უკვე იმ კულმინაციას მიაღწია, როდესაც ხალხი აცხადებს: არა პოლიტიკას! არა მთელ მთავრობას! არა ოპოზიციას! და დიდ უნდობლობას აჩვენებს მთელი ერი. ხალხი უბრალოდ კი არ დაიღალა, არამედ, თუკი არსებობს რაიმე უფრო იმის იქით, აი, იმის იქით არის გასული მათი დაღლა.
ვხედავ, დრო გაჩერდა. თითქოს რაღაც კეთდება და არის სიახლეები, მაგრამ ამ დროს არაფერი არ არის. საინტერესო ისაა, რომ ყველას თავი ბრძენი და მართალი ჰგონია. ჰოდა, ძალიან მალე, ჩემო ქართველებო, ნუ გეშინიათ, ყველაფერი შეიცვლება. შეიცვლება ისე, როგორც დღემდე მიწინასწარმეტყველებია და ასრულდება ყველაფერი ასი პროცენტით. უკვე უამრავი წინასწარმეტყველება ასრულდა, რაზეც ვითომ დიდი პოლიტიკური მოღვაწეები თვალს ხუჭავენ და არაფრის გაგება არ უნდათ. ეს ახალი და ცოცხალი ინფორმაციაა, წამოსული კოსმოსიდან, რომელიც საქართველოს გადაარჩენს და ამიტომ კოსმოსი ისე აღასრულებს ყველაფერს, როგორც მე ვხედავ.
ეს კოსმიური ინფორმაცია მალე მთელ მსოფლიოს მოივლის. იქ, სადაც არ იციან ამის შესახებ, იქაც შეაღწევს ამერიკელთა წყალობით, რომელთაც სჯერათ და სწამთ ასეთი ინფორმაციისა.
საქართველო კი, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: დამშვიდდება, მომავალში ნეიტრალური ქვეყანა გახდება. მთავარი ისაა, რომ საქართველო ქართველებისაა და ასეც იქნება — მიწის ერთ სანტიმეტრსაც არ დაკარგავს ჩემი ქვეყანა. ამიტომ, რაც უნდა მოიმოქმედოთ, შადიმანებო, არაფერი გამოგივათ!
ვინც კი რამე დაუშავა ჩემს სამშობლოს — შინაურმა თუ გარეულმა — ყველა პასუხს აგებს! კოსმოსი არ გაპატიებს, ვინც უნდა იყო შენ!
დღევანდელ ურთიერთობებს რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან მშვიდად ვუყურებ. ნუ დაგავიწყდებათ, ქართველებო, ჩემი წინასწარმეტყველება, რომელსაც წლებია ვიმეორებ: „რუსეთი თავისი ხელით გვიბრუნებს მათ მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებს!“ ეს იმიტომ, რომ ის ქართული მესამე ძალა, რომელსაც ვწინასწარმეტყველებ, იმგვარ საგარეო პოლიტიკას გაატარებს, რომელიც უდიდეს დარტყმას მიაყენებს რუსეთს.
აქვე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქართული ჯარის სიძლიერე. ამას მე წლების განმავლობაში ვხედავ და ვიმეორებ: საქართველოს ყველაზე ძლიერი არმია ეყოლება მთელ კავკასიაში. ეს ის არმიაა, რომელიც მტერს აიძულებს, ანგარიში გაუწიოს. ასეა, როცა ძლიერი ხარ, ანგარიშს მაშინ გიწევენ.
საქართველო ძალიან წამოიწევს და დიდ ნახტომს გააკეთებს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში, რასაც მე დღევანდელ საქართველოზე ვერ ვიტყვი. იქნება დიდი შიდაომები, არეულობები პოლიტიკოსებს შორის და ამას ვერაფერი შეაჩერებს. თუმცა ხალხი ამას მიჩვეულია. ხალხი დიდსულოვნად მიადევნებს პროცესებს თვალყურს და ბოლოს დაელოდება.
სხვათა შორის, ამერიკის მოქმედება ქართულ პოლიტიკაში იქნება აბსოლუტურად სწორი — ამასაც კოსმოსი მართავს. მესამე ძალის მოსვლაშიც ამერიკის კვალს ვხედავ. ასე რომ, რუსეთი ამ ბრძოლაში წაგებული დარჩება. ის სამუდამოდ კარგავს საქართველოს.
საქართველო შედის ნატოში, მომავალში ხდება ნეიტრალური ქვეყანა ევროპის შემადგენლობაში და როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, შვეიცარიისგან განსხვავებით, საქართველოს საკუთარი ძლიერი არმია ეყოლება. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა მოითხოვს ამას.
დღეს კი ისევ და ისევ ვხედავ იებს — მიმოფანტულს მთელ საქართველოში.
2013 წელი, 13 მაისი
ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ანუ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება, როგორც ადრე აღვნიშნე წინასწარმეტყველებებში, გარდამავალი რგოლია, რომელიც ძალიან მალე შეცვლის ქართულ პოლიტიკას, რასაც არავინ ელოდებით. ეს ცვლილებები არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის. მოდიან აბსოლუტურად სხვა პოლიტიკოსები, სხვა მინისტრები და სხვა მთავრობა. ამ ყველაფერს შეცვლის ერთი კაცი, ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ის, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თორემ შედეგები, გარწმუნებთ, იქნება ძალიან ცუდი.
ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად ამოტივტივდება ზედაპირზე, მოითხოვს აუცილებლად მოქმედებას და აი ზუსტად აქ მოდიან „მეცნიერები“. მინდა აღვნიშნო, რომ ამ „მეცნიერების“ მცირე ჩანასახი დღეს უკვე არის საქართველოში, რასაც ადრე არ ვხედავდი.
დღეს საქართველო კითხვას უსვამს ამერიკას: „გვღებულობთ ნატოში? გვაძლევთ მაპს?“ პარალელურად კი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება სურს, რასაც რუსეთი დიდი იმედებითა და სიხარულით განიხილავს — საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებს. ეს არის ძალიან „ლამაზი“ ხაფანგი, რომელშიც ამერიკა უნებურად არის გაბმული და ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველოს მთავრობას ვერ ათამაშებს. დრო აღარ არის — კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. მით უმეტეს, რომ ამერიკის დიდ ინტერესებში ახლო აღმოსავლეთზე მეტად შუა აზია შედის: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ა.შ. მათ უდიდესი გეგმები აქვთ და ამ გეგმების სისრულეში მოსაყვანად, როგორც სატრანზიტო გზა, საქართველო სჭირდებათ. აქ საუბარია ნავთობზე, სამხედრო ბაზებზე და სხვა პოლიტიკურ ინტერესებზე. ამიტომ ამერიკა მაინც საქართველოზე აკეთებს არჩევანს.
დროს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ 25 წლისწინანდელი წინასწარმეტყველება აუცილებლად ასრულდება: საქართველო შევა ნატოშიც და ასევე ევროკავშირშიც.
რუსეთი, რა თქმა უნდა, ფარ-ხმალს არ ჰყრის. მაგრამ თვითონ რუსეთშიც რთული პოლიტიკური ვითარებაა და მთავრობა ცდილობს ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე. უმთავრეს პოლიტიკურ საკითხებს კი გვერდზე ტოვებს, ჩქმალავს. მომავალში ეს ისეთი ნაღმია, რომელიც მთელ რუსეთს გადაუვლის. იმდენად უჭირს რუს ხალხს, რომ ყველას და ყველაფერს აკვირდებიან და მთავრობის მცდელობა, ფაქტობრივად, ამაოა.
რუსეთში ოპოზიცია თანდათან ძალას იკრებს და მიუხედავად პრეზიდენტის მცდელობისა (დარბევები, დაპატიმრებები), ამ ტალღას ვერ შეაჩერებს ვერაფერი. რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა შეტევაზე გადადიან და ამ შეტევას ჰქვია საბჭოთა კავშირის თავიდან შექმნა. იქნება პირდაპირი ზეწოლა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე — ანუ ძალადობასაც არ გამორიცხავენ.
პრეზიდენტის აზრი ამ თემაზე ასეთია: „რა, პირველად რომ შეიქმნა საბჭოთა კავშირი, ძალა არ გამოიყენეს, თუ რა? თავისი ნებით არავინ წამოგყვებათ, ბატონებო!“
ყველაზე დიდი შეჯახება რუსეთს ბალტიისპირეთთან ელის. ნუ გაიკვირვებთ, ბატონებო. რუსეთს ყოველ წამს შეუძლია აზრი შეცვალოს და ყველაფერი გაბედოს. ის, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ნატოს წევრები არიან, რუსეთს ეს სულ არ აწუხებს. რატომ? იმიტომ, რომ ძალადობის მომხრე იყო ყოველთვის და იქნება მომავალშიც. რუსეთის პასუხი ამერიკას, ნატოს ასეთია: „დაანებეთ თავი შუა აზიას და მე შევეშვები ბალტიისპირეთს“. უფრო მეტიც, მერე განაცხადებს, რომ ბალტიისპირეთიც და ასევე შუა აზიაც — ეს რუსეთის ტერიტორიაა; რომ ეს არის საბჭოთა კავშირი, რომელსაც აღადგენენ; რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო კიდეც და არავის აქვს რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლება.
რუსეთს ავიწყდება, რომ წარსულში საბჭოთა კავშირი შეიქმნა მაშინ, როცა უნდა შექმნილიყო, ანუ როცა ეს იყო კოსმოსის ნება. დღეს კი არც ის დროა და არც კოსმოსის ნებაა, შეიქმნას საბჭოთა კავშირი. იქნება დიდი შეჯახებები, დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვები. ამაზე მთელი მსოფლიო იყაყანებს. თუმცა რუსეთი მაინც წააგებს ამ ბრძოლაში. საბჭოთა კავშირის შექმნა ახლა კოსმოსის დღის წესრიგში არ დგას! რუსეთში იცვლება მთავრობა, მოდის ახალი პრეზიდენტი მთელი რუსი ხალხის სასიკეთოდ.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩეჩენ-ინგუშეთი არ გაერთიანდება. ჩეჩნეთში უმრავლესობას შეადგენენ რუსები, ხოლო უცხოეთში წასულ ჩეჩნებს დაბრუნება არ სურთ. ამიტომ ვხედავ, რომ რუსეთი უმტკივნულოდ იერთებს ჩეჩნეთს და ჩეჩნეთის მოსახლეობა, რა თქმა უნდა, თანახმაა, იყოს რუსეთის შემადგენლობაში.
ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩრდილოეთ ოსეთს სამხრეთ ოსეთის თამაში მობეზრდა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და ამიტომ არავითარი მოთხოვნები და ამბიციები არ აწუხებთ. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ამ მიწებს, როგორც ბევრჯერ ვიწინასწარმეტყველე, დავიბრუნებთ.
რაც შეეხება აზერბაიჯანს: ის საქართველოზეა მობმული და ისიც იცის, რომ საქართველო არ უღალატებთ. ამიტომ რუსეთის ყველა მცდელობა, რომ დააპირისპიროს საქართველო და აზერბაიჯანი, ფუჭია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ძალიან რთულ თამაშს თამაშობს რუსეთთან, თუმცა ძლიერი მფარველი ჰყავს თურქეთის სახით. ეს კი რუსეთისთვის გადაულახავი ბარიერია, იმიტომ რომ თურქეთმა ბევრჯერ მიანიშნა რუსეთს, აზერბიჯანთან კეთილმეზობლური განწყობა ჰქონოდა. ამას ძალიან აფასებს, ყურადღებას აქცევს თურქეთი.
თქვენ წარმოიდგინეთ, თურქეთი, საქართველოს რომ გაუჭირდეს, აუცილებლად დაეხმარება. ეს ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ. ნუ გავიწყდებათ, რომ თურქეთსა და ირანში ძალიან ბევრი ქართველია.
კავკასიაში, შუა აზიაში, დიდი პოლიტიკური ცვლილებები იქნება. სომხეთი კი ძალიან რთულ მდგომარეობაშია ისევ, ვინაიდან რუსეთი არ არის ის პარტნიორი, რომელიც სომხეთს სჭირდება. გაიგეთ ეს! ამიტომ სომხეთის საშველს ჯერ არ ვხედავ. ერთადერთი გზა სომხეთისთვის არის საქართველო.
სომხეთში ვხედავ მიწისძვრას. ასევე დიდი სიფრთხილეა საჭირო ატომურ სადგურთან დაკავშირებით. ფრთხილად! ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სომხეთის ლიდერი მოულოდნელად გამოიცვლება.
მინდა აღვნიშნო: ამწუთას ვხედავ, რომ საქართველოზე გამავალი ყველა გზა — სარკინიგზო თუ სამანქანე — საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ამუშავდება და ნურავის ნუ შეექმნება ილუზიები ამ თემასთან დაკავშირებით. ასე ვიწინასწარმეტყველე ჯერ კიდევ მის დაპროექტებამდე ბაქო-ჯეიჰანის (მთავარი შემაერთებელი მაგისტრალისა აზიასა და ევროპას შორის) აშენება, რაც ასრულდა.
ვხედავ, განსაკუთრებით გააქტიურდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხები. რუსეთის პრეზიდენტს ეს თავისტკივილი საერთოდ არ სჭირდება, ვინაიდან ეს არ არის კრასნოდარის მხარე. ეს არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები და არ არსებობს ძალა, რომ ეს მიწები მას ჩამოაჭრას.
დღეს ქართველ ხალხს ისევ უჭირს. ორი პარტიის ჭიდილს მოთმინებით ადევნებს თვალყურს და კარგის მოლოდინის რეჟიმში არიან. მაგრამ მალე მობეზრდებათ „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ უაზრო ჭიდილი, ვინაიდან ხალხი ელის სწრაფ რეაგირებას მთავრობისგან ყველაფერზე. მაგრამ კოჰაბიტაცია საჭირა ევროპისა და ამერიკისთვის და ამ დიდ პოლიტიკურ თამაშში ბევრი ვერაფერს გებულობს. მართალია, [დღევანდელი] პრემიერის ფიგურა აჩერებს და მომავლის იმედს უსახავს ხალხს, მაგრამ რადგან მშიერ ადამიანს დაპურება უნდა, თუ დროს გაწელავ, ხალხი არ გაპატიებს, ვინც უნდა იყო.
კანონების ცვლილებები აუცილებლად იქნება — ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს. მთავრობა ცდილობს, ყველაფერი, საერთოდ რაც ხდება, დემოკრატიული გზით განახორციელოს. იქნება ეს დაჭერები თუ სხვა ტიპის ნაბიჯები. ვხედავ, ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს, მაგრამ ეს უკმაყოფილება სულ სხვა სახისაა. ეს არ ეხება არც უმცირესობას და არც უმრავლესობას. ხალხს მიაჩნია, რომ მათი ცხოვრება ისევ ძველებურად მიედინება და არაფერი იცვლება. ეს ყველაფერი ჰგავს უძირო ქვევრს, რომელსაც, რამდენიც უნდა ყარო შიგ, მაინც ვერ ამოავსებ. არის ისეთი მოთხოვნებიც, რომლებსაც მთავრობა მართლა ვერ შეასრულებს და სოციალური პრობლემები უფრო და უფრო მატულობს. საბოლოო ჯამში მაინც ასრულდება, რაც ვიწინასწარმეტყველე წარსულში. რა ვიწინასწარმეტყველე? გადახედეთ ძველ გაზეთებს და ნახავთ.
ვიმეორებ ჩემი ხალხის, ქართველების გასაგონად: მომავალში იქნება დიდი ცვლილებები, ჩემო ქართველებო, თქვენთვის, თქვენ სასიკეთოდ!
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს: ხალხი ელოდება, როდის გაუვა ვადა ძველ პრეზიდენტს, ხოლო ახალ კანდიდატებს, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს ბევრი აღარაფრის უფლება ექნება, გარდა უცხოეთში ვიზიტებისა, დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ მომავალში ეს მნიშვნელოვან ქაოსს გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტი მომავალში ისევ მოითხოვს უფლებების გაზრდას. იქნება დიდი ბრძოლები ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ვიწინასწარმეტყველე, საქართველოში იქნება მმართველობის ისეთი მოდელი, როგორიც ისრაელშია და შესაბამისად, პრეზიდენტი და მისი მომხრეები ვერაფერს გახდებიან.
მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტი მიიღებს კანონს პარლამენტის ადგილმდებარეობად დედაქალაქის განსაზღვრის შესახებ. ეს იქნება კანონი, რომელიც შემდგომ ცვლილებებს არ დაექვემებარება. ეს იქნება ძალზე სწორი ნაბიჯი.
დღეს კი პარლამენტს ძალიან გაუჭირდება, ასევე მაღალჩინოსნებსაც. ბევრი დაკარგავს სავარძელს და დიდი მოლოდინები გაუცრუვდებათ. იქმნება დაჯგუფებები, რომლებიც დაუპირისპირდებიან ერთანეთს. ეს სირთულეები პარლამენტს არ გასცდება. ხალხი კი ისევ თვალყუს ადევნებს.
მინდა აღნიშნო, რომ რუსეთის გავლენა ვერ იქნება ძლიერი საქართველოზე და ქართულ პოლიტიკაზე. რა ჩანაფიქრიც აქვთ რუსეთის პრეზიდენტსა და მის გუნდს, ვერ განახორციელებენ. ევროპასთან კონტაქტი უფრო ძლიერდება, ასევე ამერიკასთანაც.
ისევ აღვნიშნავ, რომ ამერიკაში პოლიტიკა იცვლება და ეს ცვლა საქართველოსთვის მომგებიანია, ვხედავ. იმ დროისთვის საქართველოში ისეთი პოლიტიკური გუნდი იქნება ჩამოყალიბებული, რომელიც ამერიკისა და ევროპისთვისაც მისაღებია.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ქართულ ტრადიციებს, წესებსა და ჩვეულებებს სხვა ტრადიციები ვერ ჩაენაცვლება. ქართული მიწა კი კვლავ ქართველებისაა. ახლა ამ თემაზე, მიწებთან დაკავშირებით კი ლაპარაკობენ, მაგრამ მომავალში ეს ყველაფერი მოქმედებაში მოვა. მიწის მფლობელი უცხოელი ვერ იქნება. რაც უკვე გაყიდულია, იმას ქართველები გამოისყიდიან, ვინაიდან თავად უცხოელები ვერ გაჩერდებიან საქართველოში, თითო-ოროლას გარდა. სხვათა შორის, ამ თემაზე მე წლების წინ ვიწინასწარმეტყველე და ზუსტად ასრულდება ყველაფერი.
მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი ძველი პოლიტიკოსი შემოვა ახალ ქართულ პოლიტიკაში. ეს კარგია იმდენად, რამდენადაც მათი ცოდნა და პროფესიონალიზმი პოლიტიკაში მაღალ საფეხურებს იკავებს. მათი წყობიდან გამოყვანა, ან მცდარ გზაზე შეყენება, მთვარობასაც და პარლამენტსაც ძალიან, ძალიან გაუჭირდებათ. ისინი ყველასა და ყველაფერს ნიღაბს ჩამოხსნიან. ხალხი მიიღებს მათ, ვინაიდან უარყოფა არ აქვთ, პირიქით, მათ პროფესიონალებად მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ ხალხისთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ. ეს ძალიან საინტერესო მომენტია ახალ ქართულ პოლიტიკაში. ისინი ასევე საშიში მოწინააღმდეგეებიც არიან პარლამენტისთვის, რომელთაც ყველაფერზე პასუხი აქვთ. ეს იქნება დიდი სანახაობა.
2013 წელი, 26 მაისი
უკმაყოფილების დიდი ტალღა გადაუვლის საქართველოს. დღეს ყველაფერი ერთად იყრის თავს. პოლიტიკოსები სკამებს იმყარებენ, ძალას არ იშურებენ, რათა მდგომარეობა შეინარჩუნონ. საინტერესო ის არის, რომ ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკური კურსი არ მოსწონთ, მაგრამ ხმამაღლა აზრს ვერ გამოთქვამენ. თუკი იყო რომელიმე მათგანისგან ამის მცდელობა, სასწრაფოდ გადაკეტეს. აქ, ვხედავ, პოლიტიკოსებს უფრო გაუჭირდებათ, ვიდრე ხალხს.
აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება, სულ სხვა სახეს ღებულობს.
ხალხს სურს თავისუფლება, თავისუფალი აზრის გამოთქმა, სურთ მოითხოვონ და მიიღონ კიდეც. როგორ მიიღებენ — ეს არ აინტერესებთ. მთავრობა ვალდებულია, დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნები. პირველ რიგში, ესაა დასაქმება — სამუშაო ადგილები, ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემების გადაჭრა. ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, ვხედავ. ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ გაფრთხილდეს მთავრობა, იმიტომ, რომ დროს ხალხი აღარ მისცემს.
ყველგან ვხედავ გამოსვლებს, მიტინგებს, ხალხი თავისას თხოულობს და არავისა და არაფრისთვის ანგარიშის გაწევა არ უნდა, იმიტომ, რომ ჩემი ხალხი არის ტრავმირებული, გაძარცული და გადაღლილი. დღეს მიმდინარე პროცესებით ხალხი აღარ დაინტერესდებს, იმიტომ, რომ პოლიტიკური თამაშები ძალიან იჭიმება დროში და ხალხს ეს კიდევ უფრო გააღიზიანებს. ამიტომ მთავრობის მეთაურს მოუწევს, მოახდინოს სწრაფი ცვლილებები ყველა მიმართულებით. ამ ცვლილებებს მალე სხვა ცვლილებებიც მოჰყვება და პროცესი ბოლოს მივა — იქამდე, რომ შეიქმნება ახალი პარტიები, გამოჩნდებიან ახალი სახები, რომელთაც ხალხი მიიღებს.
მოდის „გიორგი ბრწყინვალის“ მეფობის დრო! და შეიკვრება საქართველო ერთ მუშტად, დაიწყებს დიდ ბრძოლებს ტერიტორიების დასაბრუნებლად, ქართველობის დასაბრუნებლად, იმ ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად, რომელსაც მთელი მსოფლიო ანგარიშს გაუწევს.
მტერს მტრულად დავხვდებით და მოყვარეს მოყვრულად!
გამოსავალი ყოველთვის არსებობს — ყველანაირ სიტუაციაში. საქართველოს გამოსავალი კი ერთია — „გიორგი ბრწყინვალე“. მის მოსვლას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის. იგი მოდის, რათა საქართველო გაათავისუფლოს, გააერთიანოს, დაიბრუნოს ტერიტორიები. სადაც საზღვრების საკითხი სადავოა და გასარკვევი, გაარკვევს და მკვეთრ საზღვრებს გაავლებს. ეს ყოველივე მოხდება საქართველოს სასიკეთოდ.
პოლიტიკური სიტუაცია მოითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
ვხედავ, თითქოსდა შერბილებული კანონები მკაცრდება. კანონი კვლავ კანონობს და კომენტარი ასეთია: კანონები არც არავის შეურბილებიაო.
სხვათა შორის, ამით ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
რუსეთში, ვხედავ, ძალიან დიდი ცვლილებებია. პრეზიდენტის გუნდი იშლება და იგი ქმნის ახალ პარტიას, მაგრამ ბედისწერას ვერ გაექცევა. პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობით თავად იქმნის პრობლემებს და ზუსტად ამ პრობლემებს შეეწირება.
ჩიხშია მოქცეული პუტინისეული დღევანდელი პოლიტიკა — განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკასთან მიმართებაში. პუტინი ამერიკას ჰპირდება ერთს, მაგრამ აკეთებს სხვას. რა თქმა უნდა, შეთანხმებულად ამერიკა და რუსეთი არასდროს იმოქმედებენ.
ისევ მიწისძვრას ვხედავ რუსეთში.
გაზთან დაკავშირებით უკრაინასთან სადავო საკითხები ჩნდება. ძველი თემები კვლავ წამოიწევს. ისტორია მეორდება.
ევროპაში დიდი წყალდიდობები იქნება და ამერიკაშიც ვხედავ დიდ ქარიშხალს. სტიქია უმსხვერპლოდ არ ჩაივლის. ვხედავ, სადაც ტორნადომ უნდა გაიაროს, ის ადგილები კარგად იციან მეცნიერებმა. ეს ქარიშხლები ერთი და იგივე გზით მოძრაობს, ანუ ტორნადო ჰგავს მდინარეს, რომელიც მუდმივად თავის კალაპოტში მიედინება. ამიტომ ხელისუფლებამ ეს ტერიტორიები უბედურების ზონად უნდა გამოაცხადოს და ხალხი გაიყვანოს იქიდან. მთავრობამ უნდა გაიღოს თანხები და ადამიანები უსაფრთხო ადგილებში გადაასახლოს, ანუ გააშენოს ახალი დასახლებული პუნქტები. ტორნადო ისე ანადგურებს ქალაქებს, ისე აღგვის მათ მიწის პირისაგან, რომ მთელს არაფერს ტოვებს და რა აზრი აქვს იმ ადგილებში ქალაქების აღდგენას, თუკი იცი, რომ დღეს თუ ხვალ იქ კვლავ დაანგრევს სტიქია ყველაფერს? ამით ბევრ ადამიანს სიცოცხლესაც შეუნარჩუნებენ და მთავრობაც დიდ თანხებს დაზოგავს. სხვათა შორის, ასეთი ქალაქები არც ისე ბევრია და არ არის ძალიან რთული ხალხის უსაფრთხოების დაცვა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საკითხს უფრო მოევლება, ვიდრე წყალდიდობებს. ამერიკის კონტინენტი იმდენად დიდია, რომ ხალხის გადაადგილება ახალ საცხოვრებელ ადგილებში, პრობლემა არ არის. იქ უამრავი დაუსახლებელი ტერიტორიებია. სხვათა შორის, სტიქიის შეტევებისგან გაწამებულ მოსახლეობასაც აღარ აქვს სურვილი იმ ადგილებში ცხოვრებისა და უარს არ იტყვიან გადასახლებაზე. ეს ყველაფერი ჩემგან რჩევას ჰგავს, მაგრამ რახან ვიწინასწარმეტყველე, ასეც ასრულდება.
სხვათა შორის, ამერიკაში ააშენებენ ტყუპ ცათამბჯენებს, ოღონდ სხვა ადგილზე. შტატებში ტერორისტების მიმართ კანონებს ძალიან გაამკაცრებენ. ასევე გამკაცრდება კანონები ემიგრანტების — არალეგალი ემიგრანტების თაობაზე და მათ დამსაქმებლებს უზარმაზარ ჯარიმებს დააკისრებენ. ტერორისტული თავდასხმები ისე გახშირდება, რომ ეს უკანა პლანზე გადაწეული საკითხი კვლავ წინ წამოიწევს.
პარალელურად ტერორები მოხდება რუსეთშიც, განსაკუთრებით, მოსკოვში. ეს ძალზე ყურადსაღებია. რუსეთის მთავრობაც დიდ ბრძოლას გამოუცხადებს ტერორისტებს. ბრძოლა შედეგიანი იქნება, მაგრამ არა იმდენად, რომ სრულად აღმოფხვრან ტერაქტები.
2013 წელი, 4 ივლისი
ვხედავ, მომავალში საქართველოს მთავრობა, ანუ მისი პოლიტიკა, რუსეთის სურვილების მიხედვით მიედინება. ეს არაფრისმომცემი ნაბიჯია და ამაში ყველა დარწმუნდება დღესაც და მომავალშიც.
რუსეთი საქართველოში ვერ იპარპაშებს, ანუ ვერ იმეფებს. ის დრო წავიდა!!!
საქართველო რუსეთს აღარ ენდობა. ასე ვთქვათ, პოლიტიკური, დამპყრობლური თამაშები რუსეთის მხრიდან მალე შეწყდება. ამას ქართველი
ხალხი მოუღებს ბოლოს.
დიდი ხიფათი (რაც რუსეთს ელის მომავალში) ჯერ კიდევ წინ აქვთ. ჩრდილოეთ კავკასია, 1984-1990 წლებში
ვიწინასწარმეტყველე, რომ დიდი საშიშროებაა მათთვის და ეს დრო უკვე ძალიან ახლოსაა. ფრთხილად!!!
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა
და ვერავინ ვერ შემოყოფს ცხვირს, რანაირი ომებიც უნდა გაიმართოს…
მომავალში ჩვენ, ქართველებო, ნეიტრალური, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ეს მომავალი ახლოსაა, მერწმუნეთ!
ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ჩემს ქვეყანაში ჩემი ხალხის სასარგებლოდ. მტრის გულის გასახეთქად მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომები საქართველოს მიმართ მათი დიდი მარცხით დამთავრდება!
მოკლედ, ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები იქნება. იმას, რაც ჩაიფიქრეს დღევანდელმა მთავრობამ და საპატრიარქომ, ასრულება არ აწერია. იქნება მოულოდნელი ცვლილებები. „ნაციონალები“ საერთოდ ქრებიან. საქართველოს ხალხს მათი სახელის გაგონებაც არ სურს, თვითონვე ტოვებენ მათ რიგებს. ხოლო ზურაბ ჟვანიას ყოფილი გუნდი სხვა პარტიის სახელით მოგვევლინება, თითქოს „ნაციონალებთან“ არავითარი შეხება არც ჰქონიათ, რომ პირიქით, მათი ლიდერი „ნაციონალებმა“ მოიშორეს და ა.შ და ა.შ.
მაგრამ ახალ პარლამენტში ძველი სახეები ვეღარ მოხვდებით, ბატონებო! თქვენ გეგმებს ასრულება არ აწერია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ ხალხს სურს!
მოდიან „მეცნიერები“ და რაც მთავარია, „გიორგი ბრწყინვალე“. ამინ!!! ეს კოსმოსის ნებაა, ამას ვერავინ შეაჩერებს. ყველაფერი ასი პროცენტით სრულდება. პოლიტიკური საცერი ბოლომდე იცრება. ახალი სისხლი — ახალგაზრდული, აი რა სჭირდება საქართველოს და ამას მიიღებს კიდეც ქართველი ხალხი.
საქართველოს ვერავინ და ვერაფერი ვერ აღგვის მიწის პირისაგან. ბევრი ცივილიზაცია გადაშენდა და გაქრა, საქართველო კი დარჩა და გადარჩა. ასე იყო ოდითგან და ასე იქნება მომავალშიც.
ქართველებო, ნუ გეშინიათ! დღევანდელ დღესაც გავუძლებთ, ვინაიდან დიდი ძალები გვიცავს, ვინაიდან ჩვენ რჩეული ერი ვართ დედამიწაზე!
კოსმოსი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს, დიახ საქართველოს, რომელიც ძლიერი დასაყრდენი ბაზაა მთელ კავკასიაში ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც. საერთოდ, „აბრეშუმის გზას“ გვერდს ვერავინ აუვლის, ყველა გზა საქართველოზე გაივლის. სურს ეს რუსეთს თუ არა, ეს ასეა.
ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე, რომ რუსეთისგან სიკეთეს არ უნდა ველოდეთ. დიდი სიფრთხილე მართებს საქართველოს. განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება საზღვრებთან დაკავშირებით. არავითარი მოლაპარაკებები რუსეთთან შედეგს არ გამოიღებს. მათი ნდობა შეუძლებელია. აი ნახავთ!
რუსეთი, საბედნიეროდ, თვითონ სუსტდება. იქ რევოლუცია მწიფდება. იქნება დიდი არეულობები. რუსული პოლიტიკა ინგრევა, რაც გადაარჩენს საქართველოს. დიახ, სხვა გზა არ არსებობს. ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის. ამინ!!!
(გაგრძელება იქნება. P.S. მთავარ ფოტოდ გამოყენებულია ლელა კაკულიას კოსმიური ნახატი)”
