Sunday, July 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

„არჩევნების მეორე დღეს საგანგებო მდგომარეობა არ აგვცდება!“ – ქართველი ექიმი

October 19, 2020
„არჩევნების მეორე დღეს საგანგებო მდგომარეობა არ აგვცდება!“ – ქართველი ექიმი

შტუტგარტის კლინიკის ქართველი ექიმი წერილს საქართველოში შექმნილ ეპიდვითარებაზე წერს. გერმანიაში მცხოვრები ნინო ნაცვალაძე ​საქართველოში არჩევნების შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ვარაუდობს და ის ქართულ ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს:

„ყველგან იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის საქართველოშიც. მიძნელდება საუბარი და არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში. მე არ ვიცი როგორაა გათვლილი და დათვლილი საქართველოში სამედიცინო რესურსები, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლო და უმართავი ხდება.

“მე არ შეგაწყენთ თავს იმის მოყოლით, რა გაკეთდა გერმანიაში ზაფხულის განმავლობაში, როგორ გადააწყვეს კიდევ ერთხელ კლინიკები, როგორ ხდებოდა მომზადებული კადრების გადამზადება, როგორი სიფრთხილით და საფუძვლიანი შიშით უყურებდნენ შემოდგომა-ზამთრის მოახლოებას… და ეს მაშინ, როცა საქართველოში ერთეულ შემთხვევებს ითვლიდნენ და თავდაჯერებით საუბრობდნენ ქვეყნის მზადყოფნაზე. მაშინაც დაუჯერებელი იყო, რომ საქართველო დაავადებას, მძლავრ სახელმწიფოებზე უკეთ უმკლავდებოდა, თუმცა ნამდვილად წარმატებით ართმევდა თავს ინფექციის შეკავების ფაზას.

მთავარი, რამაც წერილის დაწერა მომანდომა, არის ის, რასაც ვხედავ: საარჩევნო შეკრებებზე გამოსული უმრავი ადამიანი, პირბადის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე; კარზე მომდგარი არჩევნები (რომელიც ინფექციასთან მიმართებაში რატომღაც წინასააღდგომო პრობლემას მაგონებს), რომლის გამო ხელისუფლება ვერ ან არ აკეთებს იმას, რაც სწორედ ახლაა გასაკეთებელი და რაც ჩემი დიდი ეჭვით, არჩევნების მეორე დღეს არ აგვცდება – საგანგებო მდგომარეობა!

სათამაშო მოედნებზე ერთმანეთში აღრეული ბავშვები, მშობლები, რომლებიც ამას გულდამშვიდებით უყურებენ; ბებიები და ბაბუები, რომლებიც დიდი სიამოვნებით ასრულებენ „საპატიო” მოვალეობას, მოიკითხონ და ჩაიბარონ საბავშვო ბაღებიდან თუ სკოლებიდან შვილიშვილები (ბავშვები ხომ ყველაზე საშიში უსიმპტომო გადამტანები არიან ინფექციის); ახალგაზრდები და ოჯახები, რომლებიც ყველანაირი არგუმენტებით ცდილობენ გაამართლონ ხალხმრავალი ზეიმები და დღესასწაულები; ხელისუფლება, რომელსაც შეზღუდვები აღსრულებაში ვერ მოჰყავს; წესრიგი, რომელიც ყველაზე მაღლა არ დგას!

კორონა საქართველოში გაზაფხულზე გამოჩნდა, მხოლოდ გამოჩნდა, ტალღა არ ყოფილა! … ახლა ნამდვილად მოვიდა და ხანგრძლივი მარათონიც დაიწყო..

ეს მარათონი ახლა ყველგან გამწვავებულია…” – წერს ქართველი ექიმი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „პასუხი ბიძინას ჩინურ მარადონას…“ – რა წერილს ავრცელებს ციხიდან ზურაბ ჯაფარიძე?
  • „რუსეთის გეგმა ჩაიშალა…“ – რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას“ – მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მიმართვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge