დღესაც ვხედავთ, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, თუმცა არ იქნება ლოქდაუნებიც – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები და წესების დაცვა არის საშუალება არ განადგურდეს ეკონომიკა.
“ჩვენ ყველას გვეგონა, რომ ვაქცინა იქნებოდა რამდენიმე თვეში, რაც ასე არ მოხდა. დღეს, მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა სამწუხაროდ რეკორდულად იზრდება. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოშიც. ჩვენ მაშინ პირდბადეებიც არ გვქონდა და დღეში 200-მდე ტესტს ვაკეთებდით, ამიტომ ლოქდაუნით ვიცავდით მოსახლეობას, ინფორმაციის და პირდბადის არ ქონის გამო.
დღესაც ვხედავთ, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, თუმცა არ იქნება ლოქდაუნებიც. იქნება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები და ელემენტარული წესების დაცვა. ჩვენ მოგვიწევთ ვირუსთან თანაცხოვრება. უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების შემთხვევების მატება ჩვენ გვექნება, ასეთი მატება იყო მოსალოდნელი. ყოველთვის ვამბობდით რომ იქნებოდა მატება და ჯანდაცვის სისტემა მზად არის ამისთვის. თუმცა, რესურსები არ არის შეუზღუდავი, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის გასაღები, რომელიც გვიტოვებს საშუალებას არ გავანადგუროთ ჩვენი ეკონომიკა, ვირუსთან თანაცხოვრებით. არანაირი პანიკის საფუძველი, რაზეც საუბარია ვაიპოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდან, არ არსებობს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.