ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფრის 12 ხანდაზმულს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათ შორის 9 პაციენტი კლინიკაშია გადაყვანილი, 3 კი კოვიდსასტუმროში მკურნალობს.
ცნობისთვის, სათნოების სახლიდან ჯამში 7 ხანდაზმული გარდაიცვალა კორონავირუსით – მათ სხვადასხვა თანხმლები, ქორნიკული დაავადება ჰქონდათ.