პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე თვითიზოლაციაში არ გადასულა, რადგან მას თანაგუნდელ მამუკა ხაზარაძესთან შეხება უახლოესი 1 კვირის მანძილზე არ ჰქონია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ბადრი ჯაფარიძის პრესამსახურში განუცხადეს.
„საგანგებოდ ტესტის ჩატარება საჭირო არ იყო, რადგან დაკავებული გრაფიკის გამო, მამუკა ხაზარაძესთან შემხებლობაში არ ყოფილა. რადგან ბადრი ჯაფარიძის ოფისი საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, ისინი ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთს არ შეხვედრიან. საზოგადოების, ოჯახისა და მედიის უსაფრთხოების გამო, ტესტი გუშინვე ჩაიტარა, რომლის პასუხიც უარყოფითია“ – ამბობენ პრესცენტრში.
ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ მისი თანაგუნდელის, მამუკა ხაზარაძის განმეორებითი PCR ტესტიც უარყოფითი იქნება.
„ჩემი დიდი ოჯახის, გუნდის, საზოგადოების და მედიის უსაფრთხოების გამო, გავიკეთე PCR ტესტი – პასუხი უარყოფითია.
იმედი მაქვს, მამუკა ხაზარაძის განმეორებითი ტესტი, ასევე უარყოფითი აღმოჩნდება და საქართველოს მოქალაქეებთან აქტიურ შეხვედრებს მალე დაუბრუნდება“ – აცხადებს ჯაფარიძე.