მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.
“ფიზიკურად ევროპაში ვარ, (იმედია ბოლოჯერ არა) მაგრამ მთელი გულით, სულით და გონებით, ჩემს ხალხთან ერთად – რუსთაველზე!
ასეთ დროს გაჩუმება დანაშაულის ტოლფასი და სირცხვილია!
არა რუსულ კანონს!
საქართველოს თავისი ადგილი აქვს ევროპულ ოჯახში!
ვინც ევროპისკენ სვლას ხელს შეუშლის – მოღალატეა!
ძალიან მალე მეც ჩემ ხალხთან ერთად ვიდგები!” – წერს მომღერალი
შეგახსენებთ, რომ აქცია თბილისში პარლამენთან მიმდინარეობდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ოცნებამ” ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
