Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არასდროს ჰქონია სიცხე, ხველა და სურდო… ბავშვმა არ იცის, რა არის თბილი წყალი და ფუფუნება” – აჭარის სანაპიროზე მცხოვრები წყვილი, რომელსაც განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს

March 7, 2023
“არასდროს ჰქონია სიცხე, ხველა და სურდო… ბავშვმა არ იცის, რა არის თბილი წყალი და ფუფუნება” – აჭარის სანაპიროზე მცხოვრები წყვილი, რომელსაც განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს

აჭარაში, ზღვის სანაპიროზე უცხოელი წყვილი დასახლდა მცირეწლოვან შვილთან ერთად. მათ შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფიზიკური განვითარებისა და რეაბილიტაციის სპეციალისტმა ნუკრი მიქელაძემ გაავრცელა. ფეისბუქგვერდზე “ფიზიკური რეაბილიტაცია” მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამ ოჯახის შესახებ გვიამბობს. ბიჭუნას, სახელად კაის, მშობლები მკაცრს პირობებში ზრდიან და აკაჟებენ.

“ის ძალიან ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი იზრდება. არანაირი პრობლემა არ გვაქვს”, – ამბობს კაის დედა.

ვიდეოს ავტორი კი აღნიშნავს, რომ ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელია, არ იცის, რა არის თბილი წყალი, სითბო და ფუფუნება. ნუკრი მიქელაძის თქმით, წყვილი ევროპიდან ჩამოვიდა, ჰქონდათ კომფორტული ცხოვრება, ყველაფერი მიატოვეს და ასეთი ცხოვრება აირჩიეს.

ვიდეოს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ბევრს მშობლების აღზრდის მეთოდი მოსწონს, ზოგიერთი კი თვლის, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა. ნუკრი მიქელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს:

“თავადაც ქობულეთის რაიონში ვცხოვრობ. ვიცოდი, რომ ეს წყვილი აქ ცხოვრობდა, მაგრამ შვილი თუ ჰყავდათ, არ მქონდა ინფორმაცია. შემდეგ შემთხვევით გავიგე, რომ პატარა ბავშვი ჰყავთ. ხშირად დავდივარ სანაპიროზე, ჩავედი და ეს ვიდეოები გადავიღე. სტატისტიკა გვეუბნება, რომ აფრიკაში მაცხოვრებელი ბავშვების იმუნიტეტი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ბავშვების, მათი საყრდენ მამოძრავებელი სისტემა ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე სხვების, აქედან გამომდინარე, მეც მსურდა, ისეთი მაგალითი მენახა, როდესაც ბავშვი ფიზიკურად აქტიურია, არ არის ისეთ კომფორტში, როგორც ბევრი მშობელი შვილს ამყოფებს, ასეთ შემთხვევაში, ის ფიზიკურად გაცილებით ძლიერია და იმუნიტეტიც ძლიერი აქვს. მე, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ, რომ ხალხი ტყეში გავიდეს და გამოქვაბულებში იცხოვროს, მაგრამ ბავშვი როდესაც ბუნებასთან ახლოსაა, უფრო ძლიერია. წინააღმდეგი ვარ, როდესაც ჩაკეტილები ჰყავთ და მთელი დღე პლანშეტებსა და ტელეფონებში თავჩარგულები არიან და გარეთ არ გადიან”, – ამბობს ნუკრი მიქელაძე.

მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, არანაირი რესპირატორული დაავადება არ აწუხებს, არასდროს ჰქონია სიცხე, ხველა და სურდო. მათ თავისი ხელით მოწყობილ თავშესაფარში არ აქვთ გათბობა, ცხელი წყალი.

ნუკრი მიქელაძის თქმით, ოჯახს სახელმწიფო უწყებებიდანაც დაუკავშირდნენ, ადგილზეც მივიდნენ. “სხვა ადამიანებიც მივიდნენ, ზოგს დახმარება სურდა, ზოგმა აღნიშნა, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა და სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ. მე ვფიქრობ, ეს ადამიანები არავის არაფერს უშავებენ და აქვთ უფლება ისე იცხოვრონ, როგორც თავად სურთ”, – ამბობს ვიდეოს ავტორი.

 

 

წყარო: მშობლები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – სად იზღუდება მოძრაობა თბილისში
  • “ალდეს” ყრილობაზე ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად, საქართველოს დროშიანი ცარიელი სკამი დგას
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge